ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან

ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან

US Open-ს ფინალისტები ქალთა შორის ცნობილია: ტიტულისთვის ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, ბელარუსი არინა საბალენკა და მეორე ნომერი, ყაზახი ელენა რიბაკინა ითამაშებენ.

აღსანიშნავია, რომ ამერიკაში უიშვიათესი შემთხვევა დაფიქსირდა – ქალთა ნახევარფინალში ის ოთხეული გავიდა, რომელიც რეიტინგის საუკეთესო ოთხეულში იყო. 1968 წლიდან მსგავსი ფაქტი მესამედ მოხდა, კონკრეტულად ამერიკაში კი – მეორედ. პირველად ეს 1975 წელს, ხოლო ერთხელ, 2009 წელს – უიმბლდონზეც.

დავუბრუნდეთ ნახევარფინალებს, რომელიც მასპინძლებისთვის წარუმატებელი გამოდგა: საბალენკასთან ნახევარფინალი ჯესიკა პეგულამ ორ სეტში წააგო – 5:7, 2:6 დაამარცხა, ხოლო ასევე ამერიკელი კოკო გაუფი სამ სეტში – 6:3, 4:6, 4:6 რიბაკინასთან დამარცხდა.

საბალენკა ამ ტურნირის ბოლო ორი წლის გამარჯვებულია, რიბაკინა კი ამერიკულ ფინალში პირველად გავიდა. ფინალი 13 სექტემბერს გაიმარტება. ისიც ვთქვათ, რომ ორშაბათიდან რეიტინგის პირველი ნომერი შეიცვლება. რიბაკინას ფინალში გასვლა უფრო დაუფასდა, ვიდრე საბალენკას და მომავალი კვირიდან ისინი ადგილებს გაცვლიან.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...