კოკო გაუფი US OPENის გამარჯვებულია!
19 წლის ამერიკელმა ფინალში 25 წლის ბელარუსი არინა საბალენკა სამ სეტში – 2:6, 6:3, 6:2 დაამარცხა და კარიერაში პირველი „დიდი მუზარადის“ ტურნირი მოიგო.
არადა, პირველი სეტია საბალენკასი იყო. ბელარუსმა გაუფს სამი ჩაწოდება აართვა და მარტივად იმარჯვა, მაგრამ… მეორე სეტში კოკომ ანგარიში გაათანაბრა. ამერიკელმა მოსაგებად ერთი ბრეიკი იკმარა.
მესამე კი, პირველი იდენტური გამოდგა, მაგრამ გაუფის შესრულებით – კოკომ მეტოქეს სამი ჩაწოდება მოუგო და ისეთივე ანგარიშით იმარჯვა, როგორც პირველი წააგო.
გაუფი პირველი ამერიკელია, რომელმაც US OPEN-ის მოგება 2017 წლის შემდეგ მოახერხა. მაშინ სულაც ამერიკული ფინალი გაიმართა – სლოუნ სტივენსმა მედისონ კიზი დაამარცხა.
ამერიკის ღია პირველობაზე გასარკვევი მამაკაცთა შორის გამარჯვებული დარჩა. სატიტულო ბრძოლაში ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და რუსი დანილ მედვედევი დაუპირისპირდებიან.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
