გონების თამაში

Home სიახლეები გონების თამაში
გონების თამაში

23-25 ივნისს სასტუმრო ბილტმორ თბილისი მასშტაბურ საფეხბურთო ფორუმს – Mind Game, ფეხბურთი გონების თამაში – უმასპინძლებს. სამდღიანი ღონისძიება პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებსა და დამოუკიდებელ ლექციებს მოიცავს.

ფორუმი გიორგი ქოჩორაშვილისა და საფეხბურთო სააგენტოს OT Sportmanagement-ის მიერააა ორგანიზებული, მისი მიზანი საქართველოში, პროფესიულ ფეხბურთში თანამედროვე ცოდნის დანერგვაა. ღონისძიების ფარგლებში განხილული საკითხები, თანაბრად სასარგებლო იქნება ახალგაზრდა და პროფესიონალი ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელების, ფიზ. მომზადების მწვრთნელების, ნუტრიციოლოგების, სპორტის მეცნიერების, სპორტული მენეჯერებისა და სპორტსმენების მშობლებისათვის.

ფორუმის მთავარი სპიკერი გიორგი ქოჩორაშვილი პანელური დისკუსიის ფარგლებში სტუმრებს საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას გაუზიარებს. ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწვეული ექსპერტები დეტალურად განიხილავენ იმ 4 მთავარ მიმართულებას, რომლითაც ფასდება ფეხბურთელი: ტაქტიკური, ტექნიკური, ფიზიკური და მენტალური.

დაგეგმილია 2 დამოუკიდებელი ლექცია: ქალი ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისთვის.

გაიმართება პირველი, ქართულ-ინგლისური საფეხბურთო წიგნის – გზამკვლევი – პრეზენტაცია, რომელიც შედგება 15 სხვადასხვა თავისგან და მკითხველს ინფორმაციას აწვდის სპორტსმენის განვითარების ეტაპზე, ფიზ. მომზადებაზე, კვებაზე, ძილის მნიშვნელობაზე, დატვირთვის მართვაზე, ფეხბურთის ისტორიასა და თანამედროვე ტენდენციებზე. წიგნი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ფეხბურთი აინტერესებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელების, მათი მშობლების, მწვრთნელებისთვის…