„ესპანიოლისა“ და „სევილიას“ შეხვედრა (1:1), რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის სტუმართა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტით იყო მნიშვნელოვანი, ესპანური მედიისთვის უპირველეს ყოვლისა იმით იყო საყურადღებო, რომ მანოლო გონსალესმა „ესპანიოლის“ თავკაცის რანგში მე-100 შეხვედრა ჩაატარა და გადაასწრო ერნესტო ვალვერდეს, რომელიც 99 მატჩში გაუძღვა ბარსელონელთა გუნდს. ეს მოხდა იმავე მეტოქესთან, რომელმაც „ესპანიოლი“ 2007 წელს ანუ ფაქტობრივად 20 წლის...
ჭდე: გიორგი ქოჩორაშვილი
ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
„სევილიას“ ახალწვეულმა გიორგი ქოჩორაშვილმა ოფიციალურ პრეზენტაციაზე ჟურნალისტების წინაშე ილაპარაკა. „ვაფასებ იმ ძალისხმევას რომელიც კლუბმა ჩემს შესაძენად გაიღო. ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებების დღეები გადავიტანეთ და საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მინდოდა – დიდ კლუბში მოვხვდი. ადაპტაცია ძალიან იოლად გავიარე. გასახდელში ყველანი მიზნის მისაღწევად ვართ მობილიზებულები. თანაგუნდელებმა კლუბის ფასეულობები გამაცნეს და საქმეში ჩამრთეს. წლების წინ მე ვთამაშობდი ლეგენდარული...
ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიამ“ „სან მამესზე“ „ბილბაოს“ 3:1 მოუგო. ქართველ ნახევარმცველს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ის სულ რამდენიმე დღეა რაც გუნდს შეუერთდა და როგორც მწვრთნელმა ლუის გარსია პლასამ წინა დღეს თქვა, განსაკუთრებული აუცილებლობის გარშე არც დატვირთავდა. გამარჯვების შემდეგ ლუის გარსია პლასამ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. მან შოტლანდიელი თავდამსხმელის რობი ურის მონდომებას გაუსვა ხაზი, თუმც ჟურნალისტების...
ქოჩორამ დღეს ბილბაოში შეიძლება ითამაშოს
დღეს, საქართველოს დროით საღამოს 7 საათზე გიორგი ქოჩორაშვილის ახალი გუნდი „სევილია“ ბილბაოში თამაშობს. ესპანური გაზეთი „მარკა“ იტყობინება, რომ ქართველი ბასკეთშია და შესაძლოა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. „სევილიას“ არ ეყოლება 24 წლის ცენტრალური მცველი კიკე სალასი, რომელმაც წინა შეხვედრაში „რაიო ვალეკანოსთან“ წითელი ბარათი მიიღო. შეხვედრაში არც 28 წლის შვეიცარიელი ვინგერი რუბენ ვარგასი მიიღებს მიიღებს მონაწილეობას – ის...
ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
ესპანური AS წერს, რომ მართალია „სევილიას“ მთავარი ამოცანა თავდამსხმელის ყიდვაა, ლუის გარსია პლასამ დირექტორატს ნახევარმცველიც შეუკვეთა. სერბი ნემანია გუდელის წასვლამ ნახევარდაცვის შუაში ახალი ფეხბურთელის მიყვანის საჭიროება გააჩინა. გაზეთის აზრით სევილიელებს ურჩევნიათ ისეთი მოთამაშე შეიძინონ, რომელიც ესპანურ ფეხბურთს კარგად იცნობს, ასეთი კი გიორგი ქოჩორაშვილია. ქართველი ფეხბურთელი პორტუგალიას ვერ შეეწყო. 27 წლის ნახევარმცველი ლისაბონის „სპორტინგში“ შარშან ამ...
ქოჩორას ყვითელი ბარათი და საგოლე პასი
გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა’’ ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ „ქაირათს’’ თავისი ადგილი მიუჩინა – 4:1. მეორე მხრივ აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის გუნდმა პორტუგალიურს ერთი საათის განმავლობაში შეძლებისდაგვარად გაუწია წინააღმდეგობა, 65-ე წუთამდე მხოლოდ 0:1-ს აგებდა. ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქოჩორაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა. მე-4 წუთზე მან ორთაბრძოლაში მეტოქეს ტერფზე ფეხი დააბიჯა, რისთვისაც ყვითელი ბარათით დასაჯეს. 44-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე...
ქოჩორას სპორტინგმა სუპერთასი წააგო
პორტუგალიის სუპერთასი „ესტადიო ალგრავეზე’’ გაიმართა. „ბენფიკამ’’ გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგს’’ 1:0 მოუგო. როგორც A Bola წერს, პირველ ტაიმში „სპორტინგი’’ უფრო მოწესრიგებული ჩანდა და სივრცეებს უკეთ იყენებდა, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ შექმნა: ანატოლი ტრუბინის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, ისიც სუსტად. შესვენების შემდეგ ინიციატივა „ბენფიკასკენ’’ გადავიდა. „სპორტინგის’’ დაცვაში ნაპრალები გამოიკვეთა და 50-ე წუთზე ვანგელის პავლიდისმა გოლი გაიტანა. ამ...
სადაც ქოჩორა იქაც ზურიკო?
ფრანგული მედიის შეფასებით საქართველოს ნაკრების შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა გასული სეზონი ლიგა 1-ში ღირსეულად ჩაატარა და არ არის გასაკვირი, რომ ის ლიგა 2-ში გავარდნილი „სენტ ეტიენის’’ სატრანსფერო ისტორიების გმირია. დიდი შანსია, რომ ქართველმა ამ ზაფხულს „სტაფანუა’’ დატოვოს. მისი და ლუკა სტასენის შეძენით სხვადასხვა კლუბია დაინტერესებული. კვირას პორტუგალიურ მედიაში გავრცელდა ხმა, რომ 24 წლის ფეხბურთელის შეძენა ლისაბონის...
გონების თამაში
23-25 ივნისს სასტუმრო ბილტმორ თბილისი მასშტაბურ საფეხბურთო ფორუმს – Mind Game, ფეხბურთი გონების თამაში – უმასპინძლებს. სამდღიანი ღონისძიება პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებსა და დამოუკიდებელ ლექციებს მოიცავს. ფორუმი გიორგი ქოჩორაშვილისა და საფეხბურთო სააგენტოს OT Sportmanagement-ის მიერააა ორგანიზებული, მისი მიზანი საქართველოში, პროფესიულ ფეხბურთში თანამედროვე ცოდნის დანერგვაა. ღონისძიების ფარგლებში განხილული საკითხები, თანაბრად სასარგებლო იქნება ახალგაზრდა და პროფესიონალი ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელების,...
ქოჩორა და მისი მეგობრები
გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ’’ „სარაგოსას’’ 5:2 მოუგო და „ელჩესთან’’ ერთად ლა ლიგა 1-ში პირდაპირ, ფლეი-ოფის გარეშე აღზევების კანდიდატია. სეზონის დამთავრებამდე დარჩენილია 4 ტური. ქართველმა ნახევარმცველმა „სარაგოსასთან’’ შეხვედრის წინ კლუბის მედიასთან ილაპარაკა. მან თქვა, რომ „ლევანტეს’’ გასახდელში ჩინებული ატმოსფეროა, რადგან ― „ჩვენ მეგობრები ვართ როგორც მოედანზე ასევე მოედანს მიღმა’’. მან ხაზი გაუსვა, რომ ფეხბურთელები საერთო მიზნით არიან...









