ქოჩორას სპორტინგმა სუპერთასი წააგო

Home კატეგორიის გარეშე ქოჩორას სპორტინგმა სუპერთასი წააგო
ქოჩორას სპორტინგმა სუპერთასი წააგო

Giorgi Kochorashvili of Sporting looks to pass the ball during the Portuguese Super Cup Final match between Sporting CP and SL Benfica at Estádio...პორტუგალიის სუპერთასი „ესტადიო ალგრავეზე’’ გაიმართა. „ბენფიკამ’’ გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგს’’ 1:0 მოუგო. როგორც A Bola წერს, პირველ ტაიმში „სპორტინგი’’ უფრო მოწესრიგებული ჩანდა და სივრცეებს უკეთ იყენებდა, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ შექმნა: ანატოლი ტრუბინის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, ისიც სუსტად. შესვენების შემდეგ ინიციატივა „ბენფიკასკენ’’ გადავიდა. „სპორტინგის’’ დაცვაში ნაპრალები გამოიკვეთა და 50-ე წუთზე ვანგელის პავლიდისმა გოლი გაიტანა. ამ ეპიზოდში „ლომების’’ მეკარეს რუი სილვას უკეთაც შეეძლო თამაში.

ქოჩორაშვილი მოედანზე 69-ე წუთზე იაპონელი ჰიდემასა მორიტას ნაცვლად შევიდა. სავარაუდოდ, კარიერის ამ ეტაპზე ქართველი ნახევარმცველის მთავარი კონკურენტი სწორედ მორიტა იქნება. მასთან ერთად მოედანზე შევიდნენ კოლუმბიელი ლუის სუარესი და ბელგიელი ზენო დებასტი, მაგრამ A Bola-ს აზრით ამ ტრიოს შესვლამ „სპორტინგის’’ თამაშში ტაქტიკური ან დინამიკური თვალსაზრისით დიდი ცვილება ვერ მოიტანა.

მაინც როგორ ითამაშა ქოჩორაშვილმა? Flashscore-მა მას 6.0 ქულა დაუწერა, ხოლო sofascore-ma 6.5. ტაქტიკური თვალსაზრისით ეტყობა მას მაინც უფრო დავცის დახმარება ჰქონდა დავალებული, რადგენ კარში არ დაურტყამს და საგოლე მომენტი არ შეუქმნია. პასების სიზუსტე 81 პროცენტიანი ჰქონდა: 16-დან 13-ჯერ ზუსტად გადააწოდა. ბურთს 21-ჯერ შეეხო, ყველა შემთხვევაში მეტოქის საჯარიმო მოედნის გარეთ. დრიბლინგი არ ჰქონია. ოთხჯერ შევიდა ორთაბრძოლაში.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.