გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიამ“ „სან მამესზე“ „ბილბაოს“ 3:1 მოუგო. ქართველ ნახევარმცველს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ის სულ რამდენიმე დღეა რაც გუნდს შეუერთდა და როგორც მწვრთნელმა ლუის გარსია პლასამ წინა დღეს თქვა, განსაკუთრებული აუცილებლობის გარშე არც დატვირთავდა.
გამარჯვების შემდეგ ლუის გარსია პლასამ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. მან შოტლანდიელი თავდამსხმელის რობი ურის მონდომებას გაუსვა ხაზი, თუმც ჟურნალისტების აზრით ური შეხვედრის ბოლოს მეტისმეტად დაღლილი ჩანდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ური ესპანეთში შვედეთიდან ჩავიდა და ცხელ სამხრეთულ კლიმატს დაჩვეული არ არის.
ლუის გარსია: „გამარჯვებაში ყველამ შეიტანა წვლილი. რაც შეეხება რობის, მას დღეს ადაპტაცია დასჭირდა. მან რამდენიმეჯერ მითხრა, რომ „რაც ხდება ნამდვილი საგიჟეთია“, რადგან ასეთ ტემპერატურაში თამაშს დაჩვეული არ არის…

…ზედიზედ ორი შეხვედრის მოგება ძნელია (პირველ ტურში „რაიო ვალეკანოსთან“ 2:1; მეორე ტურში „ბილბაოსთან“ 3:1). როდესაც „ბილბაომ“ გოლი გაგვიტანა და სხვაობა შეამცირა ავნერვიულდით. ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ ძალიან მაღალი დონის გუნდი ჰყავთ, მასში მსოფლიოს ჩემპიონები თამაშობენ. ამ შეხვედრაში წარმატების მისაღწევად ბურთის კონტროლი გვჭირდებოდა და ეს შევძელით. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით…
…სეზონის მსვლელობისას დამარცხებას თავიდან ვერ ავირიდებთ, მაგრამ ორი მოგების შემდეგ წარმატებისკენ სვლა უფრო ადვილია. მომავალში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რომელიღაც თამაშში ვიღაცას ალბათ გაგვიგდებენ, რომელიღაც თამაშში ჩვენს კარში პენალტს დანიშნავენ, მაგრამ ამ 6 ქულას ხომ ვერ ჩამოგვართმევენ. შემდეგი მატჩი კი 29 აგვისტოს „ატლეტიკოსთან“ გვაქვს. ჩვენ ზედიზედ მესამე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. თუ ვერ მოვიგებთ, გარწმუნებთ, იმის ბრალი არ იქნება, რომ არ მოვინდომეთ“
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/08/2026 | 09:15ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
აქეთურ-იქითური23/08/2026 | 08:01ლუის ენრიკე კიდევ გაძლიერებაზე ფიქრობს
სიახლეები23/08/2026 | 07:00წლის საუკეთესო გოლი!
მთავარი ამბავი22/08/2026 | 08:03ქოჩორამ დღეს ბილბაოში შეიძლება ითამაშოს
