2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წინ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მეორე მოსამზადებელი მატჩი გამართა და ისრაელის ნაკრები 101:90 დაამარცხა.
ცუდი პირველი მეოთხედი გვქონდა – რვა ქულით წავაგეთ, მაგრამ მეორე მეოთხედის შუაში უკვე წინ ვიყავით. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა, მაგრამ ტაიმის მოგება მაინც მოვახერხეთ – 43:41.
მესამე მეოთხედი კიდევ უკეთ დავიწყეთ და შვიდი ქულითაც დავწინაურდით, მაგრამ ისრაელი არ დანებდა, ტემპს მოუმატა და ბოლო მეოთხედის წინ უკვე ქულით ვაგებდით – 68:69.
დასკვნითი მეოთხედის დაწყებამდე ჯიკიჩმა სასტარტო ხუთეულის წევრებს დასვენების საშუალება მისცა, მაგრამ სათადარიგოებმაც კარგად ითამაშეს. ერთ, ხუთწამიან მონაკვეთში ფევაძემ და სანაძემ ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდეს და საქართველო 83:78 დაწინაურდა.
ისრაელი ისევ არ გატყდა და წინ გასვლაც მოახერხა. სერბმა სპეციალისტმა მოედანზე ძირითადი ბირთვი დააბრუნა და…
უნდა ითქვას, რომ 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად ხუთი ქართველი კალათბურთელი ასცდა: გოგა ბითაძემ მატჩი 22 ქულით დაასრულა; სანდრო მამუკელაშვილმა 20 ქულა ჩააგდო; შენგელიამ – 17; ანდრონიკაშვილმა – 12, სანაძემ – 11.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები07/10/2026 | 23:11ტატოს ზედიზედ მეექვსე ფინალი და მეოთხე ტიტული…
სიახლეები06/10/2026 | 22:49ახალგაზრდულმა გერმანიაში წააგო
სიახლეები06/10/2026 | 01:41მეოთხე უგოლო მატჩი და ფრე
სიახლეები29/09/2026 | 02:04სვანაძის უგოლო დებიუტი
