ოფიციალურად დადასტურდა – საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას პორტუგალიაში, ლისაბონის „სპორტინგში“ გააგრძელებს – ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია „ლევანტემ“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. „შაბათ-კვირას დაჩქარებული მოლაპარაკებების შემდეგ, „სპორტინგმა“ და „ლევანტემ“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. ვალენსიურმა კლუბმა ოფიციალურად მოაწერა ხელი დოკუმენტს ნახევარმცველის ტრანსფერის შესახებ, თუმცა ქოჩორაშვილი სეზონს ესპანეთში დაასრულებს“, – ნათქვამია „ლევანტეს“ ოფიციალურ განცხადებაში....
ჭდე: გიორგი ქოჩორაშვილი
ქოჩორაშვილი, დარტყმა, არის! [VIDEO]
ესპნეთის ლა ლიგა 2-ში ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელების გუნდები შეხვდნენ – „ლევანტემ“ (გიორგი ქოჩირაშვილი) „გრანადა“ (გიორგი წიტაიშვილი) 3:1 დაამარცხა. ვალენსიელთაგან მესამე გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა და შეხვეედრას წერტილი დაუსვა. გიორგი ქოჩორაშვილისთვის მიმდინარე სეზონში ეს მეხუთე გოლი იყო, ამას გარდა მას სამი საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.
გოგლიჩიძე 5 მილიონი…
„ტრანსფერმარკტზე“ მონაცემები განახლდა და ცვლილებები ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხო. ყველაზე თვალშისაცემი კი საბა გოგლიჩიძს პროგრესია – „ემპოლის“ 20 წლის მცველი აქამდე 300 ათასი ევრო ღირდა, ახლა კი მისი ფასი 5 მილიონი ევრო გახდა. ცვლილება შეეხო გიორგი ქოჩორაშვილსაც, რომელიც 2.5 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ხოლო ახლა 4 მილიონი ღირს. შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „სარბილის“ ტრადიციული გამოკითხვის...
მამარდ, იფრინე მარად!
საქართველოს 2023-2024 წლების საუკეთესო ფეხბურთელი – ინგლისური „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი!!! … „სარბიელის” გამოკითხვაში მონაწილე ჩვენი კოლეგები დაგვეთანხმებიან, წინა სეზონის ბოლოს, ისე როგორც არასდროს, საუკეთესო ფეხბურთელის არჩევა-დასახელება ყველაზე რთული გამოდგა. აქით კვარამ იფრინა… იქეთ გიორგი ქოჩორაშვილმა… გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა… ოთარ კიტეიშვილი ეროვნული გუნდისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა… გიორგი ჩაკვეტაძე ათამაშდა, მაგრამ რა ათამაშდა…...
დაუსტვინე ბებიაშენს
როგორც აღმოჩნდა, ალბანელთა მუქარა, ჯოჯოხეთს მოგიწყობთო, ჩვენი ჰიმნის დროს სტვენას გულისხმობდა. სხვა მხრივ კი, რომ ვთქვათ, ვინმე შეაშინესო, სასაცილო იქნება. კი, ხმაურობდნენ, მთელი მატჩის განმავლობაში სკანდირებდნენ და ჩვენი ქომაგების მცირერიცხოვანი ჯგუფის ხმასაც, ცხადია, ფარავდნენ, მაგრამ თამაშს, ხმაური კი არა, სწორი თამაში და გოლი რომ იგებს, მტკიცება რად უნდა. ჰო, ჩვენი ქომაგების ხსენებაზე, ერთი ქართველი გულშემატკივარი...
ქოჩორას პასი ილუზიონისტის ქუდიდან
როგორც ვალენსიური plazadeportiva წერს, ლა ლიგა 2-ის გუნდების „ეიბარისა” და „ლევანტეს” თამაშს ორი ნაწილი ჰქონდა, კარგი და ცუდი. პორტალის აზრით ვალენსიურმა გუნდმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, მეორე კი ცუდად. თუმცა მაშინაც კი, როდესაც ის აგონიაში იყო, მისმა ფეხბურთელებმა ერთი ჩინებული კომბინაცია გაითამაშეს და მეორე გოლი გაიტნეს, რასაც ქვემოთ, ვიდეოში ნახავთ. შეხვედრა 2:2 დასრულდა. „ლევანტე” ორჯერ...
ქოჩორაშვილი ყველგან უნდათ
ვალენსიაში ყურადღების ცენტრში ქართველები არიან. გიორგი ქოჩორაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე თავი გამოიჩინა როგორც ერთ-ერთმა აღმოჩენამ და საქართველოს ნაკრების ბურჯმა. ამის გაგება მისი უნარებისა და პიროვნული თვისებების ცოდნის გარეშე შეუძლებელია. ამიტომაც შეჰყურებს „ლევანტე” ბაზარს. ახლა მას ჰყავს ფეხბურთელი, რომელსაც კლუბის საბანკო ანგარიშების გადარჩენა შეუძლია. ის ხომ თანაგუნდელთა შორის ყველაზე ძვირადღირებულია. ნახევარმცველმა ევროპის ჩემპიონატზე ფურორი მოახდინა, რის გამოც...
ქოჩორა დარბოდა, მამარდა კი ფანჯრიდან მოწყენილი იყურებოდა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” და გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ” მოსაწყენ შეხვედრაში 0:0 ითამაშეს. ეს გახლდათ ქალაქ ვალენსიას გუნდების დაპირისპირება, რომლის დამთავრების შემდეგ AS-მა დაწერა, რომ მწვრთნელებს რუბენ ბარახასა და ხულიან კალეროს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო. ესპანეთის პირველ და მეორე ლიგათა ჩემპიონატების დაწყებამდე ორკვირანახევარია დარჩენილი, თამაში კი გამოვიდა დუნე, აშკარა სახიფათო მომენტების გარეშე. გაზეთის თქმით, მართალია,...
ქოჩორა ბურთის ამრთმევი
ესპანური პრესა ხაზს უსვამს, რომ „ლევანტეს” ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი მეოთხედფინალამდე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო „ორთაბრძოლების მომგები” ან თუ გნებავთ „ბურთის წამრთმევი” ფეხბურთელი გახდა. ეს ინფორმაცია სპორტული სტატისტიკის კომპანია Sofascore-ზე დაყრდნობით გავრცელდა. ქოჩორამ ოთხ შეხვედრაში 31-ჯერ აართვა მოწინააღმდეგეს ბურთი. მეორე ადგილზე არის ესპანელი ნახევარმცველი ფაბიან რუისი (29), მესამეზე კი გერმანელი ვარსკვლავი ტონი კროოსი (28). ქოჩორაშვილმა თურქეთთან...
ქოჩორაშვილი ევროს გამორჩეულ ფიგურებს შორის
საქართველომ ევროპის ჩემპიონატი დაიწყო როგორც შესაძლო აღმოჩენამ. მისი ამაღელვებელი შეხვედრა თურქეთთან პირველი ტურის ერთ-ერთ ყველაზე კარგ მატჩად არის მიჩნეული. იმ დღეს ისეთი რამ ვნახეთ, რამაც იმედი ნამდვილად არ გაგვიცრუა — არც მთლიანდ შეხვედრამ და არც სანიოლის გუნდმა კერძოდ. წინასწარ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან ყურადღების ცენტრში „ნაპოლის” მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია და „ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყვნენ, მაგრამ...

![Koshorashvili-11 ქოჩორაშვილი, დარტყმა, არის! [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/01/Koshorashvili-11.jpg)







