როგორც ვალენსიური plazadeportiva წერს, ლა ლიგა 2-ის გუნდების „ეიბარისა” და „ლევანტეს” თამაშს ორი ნაწილი ჰქონდა, კარგი და ცუდი. პორტალის აზრით ვალენსიურმა გუნდმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, მეორე კი ცუდად. თუმცა მაშინაც კი, როდესაც ის აგონიაში იყო, მისმა ფეხბურთელებმა ერთი ჩინებული კომბინაცია გაითამაშეს და მეორე გოლი გაიტნეს, რასაც ქვემოთ, ვიდეოში ნახავთ. შეხვედრა 2:2 დასრულდა. „ლევანტე” ორჯერ იგებდა. პირველი გოლი ვალენსიელებმა გიორგი ქოჩორაშვილის ბრწყინვალე პასით გაიტანეს.
plazadeportiva-მ „ლევანტეს” ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება ქართველ ნახევარმცველს დაუწერა – 7,5. „ქოჩოს” თამაშის სიტყვიერი აღწერა კი ასეთი გახლდათ: „ის საუკეთესო იყო. პირველი გოლის დროს ილუზიონისტის ჩანთიდან ჯადოსნური პასი ამოაძრო. ახალ სეზონში ქართველი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. „იპურუაზე” მან ახალი დიაპაზონი გვაჩვენა, ყველგან იყო. გარდა ამისა თავის თამაშს დაამატა ისეთი ნაპერწკალი, რომელიც გასულ სეზონში არ ჰქონდა. ქოჩორაშვილი სწორედ ის ნახევარმცველია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საყოველთაო ყურადღება მიიპყრო”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
