სადაც ქოჩორა იქაც ზურიკო?

Home კატეგორიის გარეშე სადაც ქოჩორა იქაც ზურიკო?
სადაც ქოჩორა იქაც ზურიკო?

Adaptation, Gyokeres and Hjulmand: what Kochorashvili saidფრანგული მედიის შეფასებით საქართველოს ნაკრების შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა გასული სეზონი ლიგა 1-ში ღირსეულად ჩაატარა და არ არის გასაკვირი, რომ ის ლიგა 2-ში გავარდნილი „სენტ ეტიენის’’ სატრანსფერო ისტორიების გმირია. დიდი შანსია, რომ ქართველმა ამ ზაფხულს „სტაფანუა’’ დატოვოს. მისი და ლუკა სტასენის შეძენით სხვადასხვა კლუბია დაინტერესებული.

კვირას პორტუგალიურ მედიაში გავრცელდა ხმა, რომ 24 წლის ფეხბურთელის შეძენა ლისაბონის „სპორტინგს’’ მოუნდა და „სენტ ეტიენთან’’ მოლაპარაკებებსაც შეუდგა. როგორც ირკვევა დავითაშვილის ამბავს 22 წლის შიკო ლამბას ტრანსფერთან აქვს კავშირი. ეს უკანასკნელი „სენტ ეტიენმა’’ პორტუგალიური „არუკიდან’’ 6 მილიონ ევროდ იყიდა, მაგრამ ვინაიდან ლისაბონელთა აღზრდილია ხელშეკრულებაში უწერია, რომ მისი გაყიდვის შემთხვევაში სატრანსფერო თანხის ნახევარი „სპორტინგს’’ ეკუთვნის. სხვა სიტყვებით, „მწვანეების’’ მიერ გადასახდელი თანხიდან 3 მილიონი „სპორტინგისაა’’.

ამასობაში კი პორტუგალიის ჩემპიონი დავითაშვილის შეძენით დაინტერესდა. „სენტ ეტიენი’’ ქართველის სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონს ითხოვს. ლისაბონელებს ეს თანხა ეძვირებათ და ფრანგებს შიკო ლამბას ფულის გაქვითვას სთავაზობენ. ასე ნაკლები ექნებათ გადასახდელი.

ამ ზაფხულს „სპორტინგში’’ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი გადაბარგდა. თუ ლისაბონელები დავითაშვილსაც იყიდიან, „ჟოზე ალვალადეზე’’ ორი ქართველი ითამაშებს. ქოჩორაშვილი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და „ა ბოლას’’ პირველი შთაბეჭდილება გაუზიარა:

„ადაპტაციის საქმე საუცხოოდ მიდის. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ყველა ვინც ამ კლუბში მუშაობს მეხმარება. მეხმარებიან თანაგუნდელებიც. მათთან ერთად გუნდში ყოფნა და მთელი დღის გატარება დიდი პატივია. ისინი მხოლოდ მოედანზე კი არა, მის მიღმაც მხარში მიდგანან. ორი კვირის წინ ჩამოვედი და უკვე ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ორი-სამი წელია  აქ ვთამაშობ. ასეთი შეგრძნება კი იოლად არ მოდის. მე უკვე კლუბის, გუნდის წევრი ვარ და ეს ძალიან მსოამოვნებს.

მიზანი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილია. მინდა ტიტული მოვიგო და ჩემპიონი გავხდე. ეს კლუბი ამიტომ შეიქმნა და მეც ამის გამო შევუერთდი მას. წარმატების მისაღწევად ყველა ღონეს ვიხმარ. დანარჩენი თქვენ შეაფასეთ’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.