ბათუმში მიმდინარე მოჭდრაკე ქალთა მსოფლიო თასს ორი ქართველი შემორჩა – ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი.
მერვედფინალში პირველი ჯავახიშვილი გავიდა, ვინაც რუს პოლინა შუვალოვას საქმე კლასიკურ პატიებში მოუმთავრა და 1,5:0,5 დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე ჯავახიშვილის მეტოქე ჩინელი სონგ იუქსინი იქნება.
მძიმე ბრძოლა გადაიტანა ძაგნიძემ, რომელმაც კიდევ ერთი რუსს, ვალენტინა გუნინას 4:2 მოუგო: კლასიკური პარტიები ყაიმით დასრულდა, ასევე მორჩა სწრაფი პარტიები, ხოლო ბლიცში ჩვენებურმა ორივე პარტია მოიგო.
შანსი იყო მერვედფინალში ძაგნიძის მეტოქე ბელა ხოტენაშვილი ყოფილიყო, მაგრამ ქართველმა დიდოსტატმა უკრაინელ მარია მუზიჩუკთან (0:2) წააგო და ახლა ძაგნიძეს აქვს შანსი მეგობრის გამო „შური იძიოს“.
დამარცხდა მერი არაბიძეც, რომელმაც შვეიცარიელ ალექსანდრა კოსტენიუკთან კლასიკური პარტიების ყაიმით დასრულების შემდეგ, სწრაფ პატიებში წააგო – 1,5:2,5.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი25/06/2026 | 22:58ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
