ივა გელაშვილი საბერძნეთში ითამაშებს

Home სიახლეები ივა გელაშვილი საბერძნეთში ითამაშებს
ივა გელაშვილი საბერძნეთში ითამაშებს

თბილისის „იბერია 1999“-ის ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი კარიერას საბერძნეთის სუპერლიგის კლუბ „პანსერაიკოსში“ გააგრძელებს.

ფეხბურთელმა კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გელაშვილი 2001 წელს თბილისში დაიბადა. 192 სანრიმეტრი სიმაღლის ფეხბურთელი ამპლუით ცენტრალური მცველია, ბოლოს იგი საქართველოს ჩემპიონის, თბილისის „იბერიას“ ღირსებას იცავდა, სადაც 2023 წლიდან თამაშობდა, 46 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.

გელაშვილმა საფეხბურთო კარიერა პრაღის „სპარტას“ აკადემიაში დაიწყო და პროფესიულ დონეზე პირველი ნაბიჯები ამ კლუბში გადადგა, საიდანაც ჯერ საქართველოში, „სიონის“ შემადგენლობაში გადავიდა, შემდეგ კი იტალიის სერია B-ს „სპეციაში“ ჩაირიცხა და ამ გუნდში ერთი სეზონი გაატარა.

არის საქართველოს ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში ბოლოს ფარერის კუნძულებთან და კაბო ვერდესთან ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა“, – წერს ბერძნული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „პანსერაიკოსში“ საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი თამაშობდა, საიდანაც სეზონის ბოლოს პაოკ-ში გადავიდა.