ჭდე: ივა გელაშვილი

Home ივა გელაშვილი
გელაშვილი დაემატა, გოგლიჩიძე?
ჩანაწერი

გელაშვილი დაემატა, გოგლიჩიძე?

მარტის ამხანაგური თამაშებისთვის სანაკრებო განაცხადში მყოფმა საბა გოგლიჩიძემ „უოტფორდის“ ვარჯიში ტრავმის გამო სრულად ვერ ჩაატარა, შესაბამისად, მოახერხებს თუ არა თუ არა ქართველი მცველი სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობას, მისი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი. ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გუნდს ისრაელთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის ბერძნული „პანსერაიკოსის“ მცველი ივა გელაშვილი დაემატა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 23 მარტს...

ივა გელაშვილი საბერძნეთში ითამაშებს
ჩანაწერი

ივა გელაშვილი საბერძნეთში ითამაშებს

თბილისის „იბერია 1999“-ის ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი კარიერას საბერძნეთის სუპერლიგის კლუბ „პანსერაიკოსში“ გააგრძელებს. ფეხბურთელმა კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გელაშვილი 2001 წელს თბილისში დაიბადა. 192 სანრიმეტრი სიმაღლის ფეხბურთელი ამპლუით ცენტრალური მცველია, ბოლოს იგი საქართველოს ჩემპიონის, თბილისის „იბერიას“ ღირსებას იცავდა, სადაც 2023 წლიდან თამაშობდა, 46 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა. გელაშვილმა...

15-მა დაიწყო, 24-მდე შეივსო…
ჩანაწერი

15-მა დაიწყო, 24-მდე შეივსო…

საქართველოს ეროვნული ნაკრები ტაილანდთან და კვიპროსთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 10 ოქტომბერს, ვილი სანილოლის გუნდმა „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე 24 ფეხბურთელით ივარჯიშა. მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა და ეროვნული გუნდის დებიუტანტმა, ივა გელაშვილმა ისაუბრეს. ზურიკო დავითაშვილი: „გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. უნდა გამოვასწოროთ სექტემბერში დაშვებული შეცდომები. მიზანი, ორივე თამაშის მოგებაა. კვიპროსი რთული მეტოქეა, თუმცა...

ვილი ოქტომბრისთვის
ჩანაწერი

ვილი ოქტომბრისთვის

საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს ამხანაგურად ტაილანდს დაუპირისპირდება, ხოლო 15-ში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში კვიპროსს უმასპინძლებს. ორივე მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართება. ვილი სანიოლის გუნდი მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ფრანგი სპეციალისტის განაცხადში ერთი დებიუტანტია – იტალიური „სპეციას“ 22 წლის მცველი ივა გელაშვილი. ნაკრები უახლოესი მატცებისთვის 24 ფეხბურთელით მოემზადება. მეკარეები გიორგი ლორია („დინამო“, თბილისი,...

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში…
ჩანაწერი

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში…

ივა გელაშვილის ტრანსფერი სერია B-ს კლუბ „სპეციაში“ იტალიურმა კლუბმა ოფიციალურდ დონეზე დაადასტურა. „სპეცია“ გასულ სეზონში სერია A-ში თამაშობდა, მაგრამ იქ ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხა. გუნდის მთავარი მწვრთნელია მასიმილიანო ალვინი, ვინც წინა ჩემპიონატში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ წვრთნიდა. 22 წლის გელაშვილი ბოლოს თბილისის „საბურთალოში“ თამაშობდა, მას პრაღის „სპარტის“ სკოლა აქვს გავლილი, იყო ამ გუნდის 19-წლამდელთა წევრი. იტალიურ...

იტალია ქართველებით ივსება
ჩანაწერი

იტალია ქართველებით ივსება

იტალური გამოცემების ინფორმაციით, ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი ივა გელაშვილი კარიერას იტალიის სერია B-ს „სპეციაში“ გააგრძელებს, ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია. Tuttomercatoweb-ი წერს, რომ „სპეცია“ ივა გელაშვილის ტრანსფერს უახლოეს პერიოდში დახურავს. ქართველი ახალ კლუბში იჯარით გადავა, თუმცა ხელშეკრულება „სპეციას“ ტრანსფერის გამოსყიდვის ვალდებულებას აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იჯარის დასრულების შემდეგ...