საქართველოს ეროვნული ნაკრები ტაილანდთან და კვიპროსთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
10 ოქტომბერს, ვილი სანილოლის გუნდმა „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე 24 ფეხბურთელით ივარჯიშა.

მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა და ეროვნული გუნდის დებიუტანტმა, ივა გელაშვილმა ისაუბრეს.
ზურიკო დავითაშვილი: „გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. უნდა გამოვასწოროთ სექტემბერში დაშვებული შეცდომები. მიზანი, ორივე თამაშის მოგებაა. კვიპროსი რთული მეტოქეა, თუმცა ჩემი აზრით, შეგვიძლია კარგი ფეხბურთით გამარჯვების მოპოვება. რაც შეეხება ტაილანდის ნაკრებთან მატჩს, გუნდში ბევრი ფეხბურთელია გამოძახებული და ალბათ ყველას მიეცემა თამაშის საშუალება“.
ივა გელაშვილი: „გახარებული ვარ ეროვნულ გუნდში გამოძახებით. აქ მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. სასიამოვნოა, სამწვრთნელო შტაბისგან ნდობა და შანსის მიღება. მნიშვენლოვანი თამაშები გველის. კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ, ჩვენი დადებითი მხარეები წარმოვაჩინოთ და ორივე შეხვედრა მოვიგოთ“.
11 ოქტომბერს გუნდები მატჩის მასპინძელ, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე ივარჯიშებენ. ვარჯიშამდე მწვრთნელების პრესკონფერენციაც გაიმართება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები07/11/2026 | 22:27ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
