მარტის ამხანაგური თამაშებისთვის სანაკრებო განაცხადში მყოფმა საბა გოგლიჩიძემ „უოტფორდის“ ვარჯიში ტრავმის გამო სრულად ვერ ჩაატარა, შესაბამისად, მოახერხებს თუ არა თუ არა ქართველი მცველი სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობას, მისი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი.
ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გუნდს ისრაელთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის ბერძნული „პანსერაიკოსის“ მცველი ივა გელაშვილი დაემატა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 23 მარტს თბილისში დაიწყებს.
მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში „ჯვაროსნები“ 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვას ესტუმრებიან.
23 მარტს 11:00 საათზე ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
