თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის პირველ დღეს ტატამიზე 11 ქართველი გავიდა, მედალს კი ოდენ ერთი შეწვდა. კვარცხლბეკზე თორნიკე გიგაური (66 კგ.) შედგა.
ჩვენებურმა უზბეკი აბდურაჰიმ ნუტფოლოევი, ყაზახი ალკიჟან ჟუბატკანოვი და რუსი რამაზან აბდულაევი დაამარცხა; ნახევარფინალში კი, აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან წააგო. მესამე ადგილისთვის ჩვენებურის მეტოქე პესტროს ხრსიტოდულიდესი იყო, რომელიც იპონით დაამარცხა.
დანარჩენი მონაწილებიდან მედალთან ყველაზე ახლოს ნინო ლოლაძე (47) იყო, ვინაც ბრინჯაოსთვის ჯახი ფინელ პილა სალონენთან დათმო. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლუკა გადელია ტურნირს მეორე წრეში გამოეთიშა, ხოლო გიორგი ჩანქსელიანი და მათე გოგობერიშვილი – პირველში;
66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე მეორე წრეში დამარცხდა, ხოლო თორნიკე მაზიაშვილი და ლაშა ნადირაძე მერვედფინალში წააგეს; მარიამ ზაქარაია, თამარ გიგოლაევი (ორივე 48), ელენე გვაზავა, ნინო ტატრიშვილი (ორივე 52) და სოფიო ბედოშვილი (57) კი, პირველივე ბრძოლებში დამარცხდნენ.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/08/2026 | 19:20ბუდუმ სეზონი გოლით დაიწყო [VIDEO]
სიახლეები07/08/2026 | 01:06საზონოვის ტაიმი ხეტაფეში
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
