ბათუმში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიო თასზე მერვედფინალური ეტაპი გაიმართა. დარჩენილი ორი ქართველიდან შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ნანა ძაგნიძე გავიდა, ლელა ჯავახიშვილი კი ტურნირს გამოეთიშა. ძაგნიძემ უკრაინელ მარია მუზიჩუკთან პირველი პარტია შავებით ყაიმით დაასრულა, ხოლო თეთრი ფიგურებით დაამარცხა და მეოთხედფინალში ინდოელ ჰარიკა დრონოვალს შეხვდება. ჯავახიშვილმა კი ჩინელ სონ იუქსინთან პირველი პარტია შავებით წააგო, მეორეში კი საქმე ვერ...
ჭდე: ნანა ძაგნიძე
ორი ქართველი მერვედფინალში
ბათუმში მიმდინარე მოჭდრაკე ქალთა მსოფლიო თასს ორი ქართველი შემორჩა – ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი. მერვედფინალში პირველი ჯავახიშვილი გავიდა, ვინაც რუს პოლინა შუვალოვას საქმე კლასიკურ პატიებში მოუმთავრა და 1,5:0,5 დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე ჯავახიშვილის მეტოქე ჩინელი სონგ იუქსინი იქნება. მძიმე ბრძოლა გადაიტანა ძაგნიძემ, რომელმაც კიდევ ერთი რუსს, ვალენტინა გუნინას 4:2 მოუგო: კლასიკური პარტიები ყაიმით დასრულდა, ასევე...
მსოფლიო თასი უდანაკარგოდ
ბათუმში ქალთა მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდი 691.250 ამერიკული დოლარია. აჭარას 107 მონაწილე ესტუმრა, მათგან შვიდი ქართველია. გაიმართა პირველი რაუნდის მატჩები, სადაც საქმეში სამივე ქართველი ჩაება და შემდეგ ეტაპზე სამივე გავიდა. ბელა ხოტენაშვილმა ესპერანსა კაქსიტა მარტივად, 2:0 დაამარცხა და მეორე რაუნდში ნურგულ სალიმოვას გაეჯიბრება. კესარია მგელაძემ პამ ლეო შაოს პირველი პარტია მოუგო, მეორე...
ოქროს მცირე შანსი
ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე 44-ე ოლიმპიადაზე ბოლოსწინა ტურის პარტიები გაიმართა. მე-10 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა პოლონეთთან ფრედ, 2:2 ითამაშა. ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა ყაიმი გააფორმეს, ნინო ბაციაშვილმა კი მოიგო, მაგრამ სალომე მელია დამარცხდა. სადღეისოდ ინდოეთს 17 ქულა აქვს, ხოლო პოლონეთს, აზერბაიჯანს, უკრაინასა და საქართველოს – 16-16. დამატებითი მაჩვენებლით ჩვენი გუნდი მეხუთე ადგილზეა. ბოლო ტურში...
საქართველოს ლიდერობა გაექცა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა დღეს გალიდერების შანსი დაკარგა. საჭადრაკო ოლიმპიადის მეცხრე ტურში, პირველ ადგილზე მყოფმა ინდოეთის ნაკრებმა პოლონეთთან 1.5:2.5 წააგო. ჩვენებს უკრაინასთან უნდა მოეგოთ და გალიდერდებოდნენ. თუმცა, ეს ვერ მოახერხეს – 2:2. არადა, მოგებაც შეიძლებოდა: ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა მარია მუზიჩუკთან და და ანა უშენინასთან სწრაფი ყაიმი გააფორმეს, ხოლო დანარჩენ ორ დაფაზე ჩვენების უპირატესობა...
წყვილი მოგება
44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მერვე ტურში საქართველოს ორივე ნაკრებმა მოიგო. ქალთა ნაკრები სომხეთს მოუგო – 3.5:0.5. საკუთარი პარტიები მოიგეს ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა, ხოლო სალომე მელია მეტოქეს დაუზავდა. რვა ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებს 14 ქულა აქვს და მხოლოდ ინდოეთს (15) ჩამორჩება. ინდოელები წუხელ უკრაინას დაუზავდნენ – 2:2. უკრაინას, პოლონეთის, ბულგარეთს, ყაზახეთსა და...
ქალები მედლის შანსს იტოვებენ
ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-7 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა რუმინეთი 2.5:1.5 დაამარცხა. პარტია მხოლოდ ლელა ჯავახიშვილმა მოიგო, ხოლო ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე ყაიმს დასჯერდნენ. საქართველოს ნაკრებს უკრაინელთა და სომხების დარად 12 ქულა აქვს და 2-4 ადგილებს იყოფს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლით ორივე გუნდს ჩამორჩება. ლიდერი კი, ინდოეთის ნაკრებია, რომელსაც 14...
ჩვენებმა წყვილად მოიგეს
საქართველოს ქალთა ნაკრები ოლიმპიადას ისევ ქულა დაუკარგავად აგრძელებს. მე-5 ტურში ჩვენებმა მასპინძელთა მეორე ნაკრები 3:1 დაამარცხეს. პარტიები მოიგეს ლელა ჯავახიშვილმა და მერი არაბიძემ, ხოლო ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი მეტოქეებს ყაიმზე შეუთანხმდნენ. 5 ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებს 5 მოგება აქვს და ინდოეთის პირველ და რუმინეთის ნაკრებ გუნდებთან ერთად 1-3 ადგილებს იყოფს. 9-9 ქულა აქვთ...
ქალ-ვაჟთა მოგებები
საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გოგონებმა მასპინძელ, ინდოეთის მესამე გუნდს 3:1 მოუგეს, რომელიც აქამდე ასევე დაუმარცხებლად მიდიოდა. პარტია მხოლოდ ნინო ბაციაშვილმა დათმო, რომელმაც შავი ფიგურებით პვ ნანდჰინდჰაასთან წააგო. ნანა ძაგნიძემ თეთრებით ეეშა კარავადე დაამარცხა, ლელა ჯავახიშვილმა ასევე თეთრებით ვარჯიში საჰიტჰი, ხოლო სალომე მელიამ შავებით ბოდა პრატიუშას მოუგო. აღსანიშნავია, რომ ჯავახიშვილს მეტოქე...
ქალებმა მოიგეს, ვაჟებმა წააგეს
ინდოეთში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ორი ტურის შემდეგ ჩვენი ქალთა და ვაჟთა ნაკრებები ლიდერთა შორის იყვნენ… ქალებმა ეს სტატუსი შეინარჩუნეს, ხოლო ვაჟებმა პირველი მარცხი იწვნიეს. ქალთა გუნდი ტურნირზე მესამე ნომრად არის განთესილი და მეტოქედ სუსტი ჩეხეთი ჰყავდა, თუმც მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა: ნანა ძაგნიძე და სალომე მელია შავი ფიგურებით იულია მოვსესიანსა და კაროლინა პილსოვას დაუზავდნენ, ხოლო ნინო...









