ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე 44-ე ოლიმპიადაზე ბოლოსწინა ტურის პარტიები გაიმართა. მე-10 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა პოლონეთთან ფრედ, 2:2 ითამაშა.ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა ყაიმი გააფორმეს, ნინო ბაციაშვილმა კი მოიგო, მაგრამ სალომე მელია დამარცხდა.
სადღეისოდ ინდოეთს 17 ქულა აქვს, ხოლო პოლონეთს, აზერბაიჯანს, უკრაინასა და საქართველოს – 16-16.
დამატებითი მაჩვენებლით ჩვენი გუნდი მეხუთე ადგილზეა. ბოლო ტურში ითამაშებენ: ინდოეთი-აშშ; უკრაინა-პოლონეთი; აზერბაიჯანი-საქართველო.
საქართველომ პირველობისთვის უნდა იმარჯვოს, ამერიკამ მასპინძლებს მოუგოს, ხოლო უკრაინელებმა და პოლონელებმა ერთმანეთში ფრედ ითამაშონ. რთული ამბავია, მაგრამ არა წარმოუდგენელი. ვინ იცის, იქნებ ჩვენებსაც გაუმართლოს…
ფრედ ითამაშეს ვაჟებმაც – 2:2 პერუსთან. დამარცხდა გუნდის ლიდერი ბაადურ ჯობავა, მოიგო ლევან ფანცულაიამ, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილი და ლუკა პაიჭაძე ყაიმს დასჯერდნენ. საქართველოს ნაკრები 13 ქულით 23-ე ადგილზეა და ბოლო ტურში ეგვიპტეს ეთამაშება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 16:38მამუს საუკეთესო მატჩი
სიახლეები09/11/2026 | 20:30რამაზ სვანაძე – ახალი გუნდის ფორმირება იწყება
სიახლეები06/11/2026 | 14:34აპოლომ აპოლონს მოუგო
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
