ჭდე: ბაადურ ჯობავა

Home ბაადურ ჯობავა
ოქროს მცირე შანსი
ჩანაწერი

ოქროს მცირე შანსი

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე 44-ე ოლიმპიადაზე ბოლოსწინა ტურის პარტიები გაიმართა. მე-10 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა პოლონეთთან ფრედ, 2:2 ითამაშა. ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა ყაიმი გააფორმეს, ნინო ბაციაშვილმა კი მოიგო, მაგრამ სალომე მელია დამარცხდა. სადღეისოდ ინდოეთს 17 ქულა აქვს, ხოლო პოლონეთს, აზერბაიჯანს, უკრაინასა და საქართველოს – 16-16. დამატებითი მაჩვენებლით ჩვენი გუნდი მეხუთე ადგილზეა. ბოლო ტურში...

საქართველოს ლიდერობა გაექცა
ჩანაწერი

საქართველოს ლიდერობა გაექცა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა დღეს გალიდერების შანსი დაკარგა. საჭადრაკო ოლიმპიადის მეცხრე ტურში, პირველ ადგილზე მყოფმა ინდოეთის ნაკრებმა პოლონეთთან 1.5:2.5 წააგო. ჩვენებს უკრაინასთან უნდა მოეგოთ და გალიდერდებოდნენ. თუმცა, ეს ვერ მოახერხეს – 2:2. არადა, მოგებაც შეიძლებოდა: ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა მარია მუზიჩუკთან და და ანა უშენინასთან სწრაფი ყაიმი გააფორმეს, ხოლო დანარჩენ ორ დაფაზე ჩვენების უპირატესობა...

ჩვენებმა წყვილად მოიგეს
ჩანაწერი

ჩვენებმა წყვილად მოიგეს

საქართველოს ქალთა ნაკრები ოლიმპიადას ისევ ქულა დაუკარგავად აგრძელებს. მე-5 ტურში ჩვენებმა მასპინძელთა მეორე ნაკრები 3:1 დაამარცხეს. პარტიები მოიგეს ლელა ჯავახიშვილმა და მერი არაბიძემ, ხოლო ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი მეტოქეებს ყაიმზე შეუთანხმდნენ. 5 ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებს 5 მოგება აქვს და ინდოეთის პირველ და რუმინეთის ნაკრებ გუნდებთან ერთად 1-3 ადგილებს იყოფს. 9-9 ქულა აქვთ...

ქალ-ვაჟთა მოგებები
ჩანაწერი

ქალ-ვაჟთა მოგებები

საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გოგონებმა მასპინძელ, ინდოეთის მესამე გუნდს 3:1 მოუგეს, რომელიც აქამდე ასევე დაუმარცხებლად მიდიოდა. პარტია მხოლოდ ნინო ბაციაშვილმა დათმო, რომელმაც შავი ფიგურებით პვ ნანდჰინდჰაასთან წააგო. ნანა ძაგნიძემ თეთრებით ეეშა კარავადე დაამარცხა, ლელა ჯავახიშვილმა ასევე თეთრებით ვარჯიში საჰიტჰი, ხოლო სალომე მელიამ შავებით ბოდა პრატიუშას მოუგო. აღსანიშნავია, რომ ჯავახიშვილს მეტოქე...

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში
ჩანაწერი

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სწრაფ და ბლიც ჭადრაკში მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ იბნ აბდურახმან ალ-საუდის სახელობის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. უფრო ზუსტად, სწრაფი ჭადრაკის სესია დასრულდა და ბლიცი დაიწყო. ვინ იფიქრებდა, თუ 2017 წელს უხალისოდ მოთამაშე ვიშვანათან ანანდი სეზონს მაჟორზე დაასრულებდა და ყველა ახალგაზრდას (მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენის წინამძღოლობით) აჯობებდა სისწრაფეში. მოკრძალებული სტარტის შემდეგ ინდოელმა მაესტრომ...

დღე პირველი – ჯობავა და სხვები
ჩანაწერი

დღე პირველი – ჯობავა და სხვები

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სწრაფ და ბლიც ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელიც 30 დეკემბრამდე გასტანს და 2 მილიონდოლარიანი საპრიზო ფონდით გამოირჩევა. პირველი სამი დღე სწრაფი ჭადრაკისაა და ყოველ მონაწილეს დღეში 5 პარტიის თამაში ევალება. ბოლო ორი დღე ბლიცს დაეთმობა და მოჭადრაკეებს დღეში 10 პარტიის გამართვა მოუწევთ. ვაჟთა შორის სწრაფ ჭადრაკში პირველი დღის გმირი ჩვენებური ბაადურ...