„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავის, ლიონელ მესის გარემოცვამ უარყო ინფორმაცია, თითქოს 35 წლის არგენტინელი „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ესაუბრება და გაისად კატალონიურ კლუბში დაბრუნებას აპირებს. ამ ამბავს მათ „აბსოლუტური სიყალბე“ უწოდეს.
მესი „ბარსელონას“ აკადემიაში 13 წლის მიიყვანეს. ჯამში, პირველი გუნდის შემადგენლობაში მან 776 მატჩი ჩაატარა, 670 ბურთი გაიტანა და 302 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ბარსელონას“ ის 2021 წლის ზაფხულში დაემშვიდობა თავისუფალი აგენტის სტატუსით. „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის ვადა კი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
