ხვიჩა კვარაცხელიას კლუბმა „ნაპოლიმ” მეორე მეკარე შეიძინა. ის გახლავთ 35 წლის იტალიელი სალვატორე სირიგუ, რომელსაც უთამაშია „პალერმოში”, „კრემონეზეში”, „ანკონაში”, „პარი სენ ჟერმენში”, „სევილიაში”, „ოსასუნაში”, „ტორინოსა” და „ჯენოაში”. ვეტერანი კამპანიის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმებისთვის დღეს ჩავა. სირიგუს გასამრჯელო იქნება წელიწადში დაახლოებით 700 ათასი ევრო. დაახლოებით იმიტომ, რომ გარდა ფიქსირებული ხელფასისა აქ ბონუსებიც იგულისხმება.
რაც შეეხება მთავარი მეკარის საკითხს, ის „ნაპოლის” ჯერ კიდევ მოსაგვარებელი აქვს. ალექს მერეტი წამსვლელია. მის შემცველად კლუბი ორ ძირითად ვარიანტს განიხილავს. ერთი გახლავთ „ჩელსიდან” კეპას გადაყვანა, მაგრამ მუშაობენ აგრეთვე „პარი სენ ჟერმენიდან” კეილორ ნავასის გადაბირებაზეც. ნავასში იტალიურმა კლუბმა შეიძლება ფულის გარდა ესპანელი ნახევარმცველი ფაბიენ რუისიც გადაიხადოს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/09/2026 | 14:22დე ბრუინი მსაჯს: F*ck off man!
სიახლეები29/09/2026 | 07:43უსახური მატჩი
სიახლეები29/09/2026 | 06:41მოედანზე პირველად, პლუს ახალი ტაქტიკით
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 08:51ჟოაო ფელიქსი: რა თქმა უნდა იამალი
