პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს ორივე პარტია მოუგო და პლანეტის საუკეთესო გუნდი გახდა. ქვეყნის ღირსებას ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია იცავდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა 2015 წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატიც სწორედ ასეთი შემადგენლობით მოიგო. ყაზახებთან პირველი პარტია ჩვენებმა 2.5:1.5 მოიგეს: მომგებიანი ქულა...
ჭდე: ნინო ბაციაშვილი
ოქროს მცირე შანსი
ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე 44-ე ოლიმპიადაზე ბოლოსწინა ტურის პარტიები გაიმართა. მე-10 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა პოლონეთთან ფრედ, 2:2 ითამაშა. ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა ყაიმი გააფორმეს, ნინო ბაციაშვილმა კი მოიგო, მაგრამ სალომე მელია დამარცხდა. სადღეისოდ ინდოეთს 17 ქულა აქვს, ხოლო პოლონეთს, აზერბაიჯანს, უკრაინასა და საქართველოს – 16-16. დამატებითი მაჩვენებლით ჩვენი გუნდი მეხუთე ადგილზეა. ბოლო ტურში...
საქართველოს ლიდერობა გაექცა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა დღეს გალიდერების შანსი დაკარგა. საჭადრაკო ოლიმპიადის მეცხრე ტურში, პირველ ადგილზე მყოფმა ინდოეთის ნაკრებმა პოლონეთთან 1.5:2.5 წააგო. ჩვენებს უკრაინასთან უნდა მოეგოთ და გალიდერდებოდნენ. თუმცა, ეს ვერ მოახერხეს – 2:2. არადა, მოგებაც შეიძლებოდა: ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა მარია მუზიჩუკთან და და ანა უშენინასთან სწრაფი ყაიმი გააფორმეს, ხოლო დანარჩენ ორ დაფაზე ჩვენების უპირატესობა...
წყვილი მოგება
44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მერვე ტურში საქართველოს ორივე ნაკრებმა მოიგო. ქალთა ნაკრები სომხეთს მოუგო – 3.5:0.5. საკუთარი პარტიები მოიგეს ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა, ხოლო სალომე მელია მეტოქეს დაუზავდა. რვა ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებს 14 ქულა აქვს და მხოლოდ ინდოეთს (15) ჩამორჩება. ინდოელები წუხელ უკრაინას დაუზავდნენ – 2:2. უკრაინას, პოლონეთის, ბულგარეთს, ყაზახეთსა და...
ქალები მედლის შანსს იტოვებენ
ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-7 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა რუმინეთი 2.5:1.5 დაამარცხა. პარტია მხოლოდ ლელა ჯავახიშვილმა მოიგო, ხოლო ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე ყაიმს დასჯერდნენ. საქართველოს ნაკრებს უკრაინელთა და სომხების დარად 12 ქულა აქვს და 2-4 ადგილებს იყოფს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლით ორივე გუნდს ჩამორჩება. ლიდერი კი, ინდოეთის ნაკრებია, რომელსაც 14...
ჩვენებმა წყვილად მოიგეს
საქართველოს ქალთა ნაკრები ოლიმპიადას ისევ ქულა დაუკარგავად აგრძელებს. მე-5 ტურში ჩვენებმა მასპინძელთა მეორე ნაკრები 3:1 დაამარცხეს. პარტიები მოიგეს ლელა ჯავახიშვილმა და მერი არაბიძემ, ხოლო ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი მეტოქეებს ყაიმზე შეუთანხმდნენ. 5 ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებს 5 მოგება აქვს და ინდოეთის პირველ და რუმინეთის ნაკრებ გუნდებთან ერთად 1-3 ადგილებს იყოფს. 9-9 ქულა აქვთ...
ქალ-ვაჟთა მოგებები
საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გოგონებმა მასპინძელ, ინდოეთის მესამე გუნდს 3:1 მოუგეს, რომელიც აქამდე ასევე დაუმარცხებლად მიდიოდა. პარტია მხოლოდ ნინო ბაციაშვილმა დათმო, რომელმაც შავი ფიგურებით პვ ნანდჰინდჰაასთან წააგო. ნანა ძაგნიძემ თეთრებით ეეშა კარავადე დაამარცხა, ლელა ჯავახიშვილმა ასევე თეთრებით ვარჯიში საჰიტჰი, ხოლო სალომე მელიამ შავებით ბოდა პრატიუშას მოუგო. აღსანიშნავია, რომ ჯავახიშვილს მეტოქე...
ქალებმა მოიგეს, ვაჟებმა წააგეს
ინდოეთში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ორი ტურის შემდეგ ჩვენი ქალთა და ვაჟთა ნაკრებები ლიდერთა შორის იყვნენ… ქალებმა ეს სტატუსი შეინარჩუნეს, ხოლო ვაჟებმა პირველი მარცხი იწვნიეს. ქალთა გუნდი ტურნირზე მესამე ნომრად არის განთესილი და მეტოქედ სუსტი ჩეხეთი ჰყავდა, თუმც მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა: ნანა ძაგნიძე და სალომე მელია შავი ფიგურებით იულია მოვსესიანსა და კაროლინა პილსოვას დაუზავდნენ, ხოლო ნინო...
ქალებმა მედალზე გაიწიეს
ესპანეთის ქალაქ სიტჟესში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს 2021 წლის გუნდური ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა. სერიის პირველი მატჩი ჩვენმა ნაკრებმა 3.5:1.5 მოიგო: ნანა ძაგნიძემ და მერი არაბიძემ თეთრებით გუნაი მამაზადა და ულვია ფატალიევა დაამარცხეს, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა შავებით ტურკან მამადიაროვას მოუგო. ასევე შავებით, ნინო ბაციაშვილი გულნარა მამადოვას დაუზავდა. სერიის მეორე მატჩი ფრედ, 2:2 დაასრულდა: ნანა...








