პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს ორივე პარტია მოუგო და პლანეტის საუკეთესო გუნდი გახდა.
ქვეყნის ღირსებას ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია იცავდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა 2015 წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატიც სწორედ ასეთი შემადგენლობით მოიგო.

ყაზახებთან პირველი პარტია ჩვენებმა 2.5:1.5 მოიგეს: მომგებიანი ქულა ლელა ჯავახიშვილმა მოგვიტანა, დანარჩენები კი დაზავდნენ. მეორე პარტიაში იმავე ჯავახიშვილმა, არაბიძემ და ხოტენაშვილმა მეტოქეებს შანსი არ დაუტოვეს, ხოლო ბაციაშვილი ყაზახ მოჭადრაკეს ყაიმზე შეუთანხმდა – 3.5:0.5.
ჩვენმა გუნდმა ჯგუფში უკრაინის, ეგვიპტისა და ინდოეთის ნაკრებები დაამარცხა, იმავე ყაზახებს ყაიმი ეთამაშა, ხოლო საფრანგეთთან – წააგო. ნაკრები ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა და მეოთხედფინალში ჩინეთს ორ პარტიაში სძლია, ხოლო ნახევარფინალში აშშ ტაი ბრეიკზე დაამარცხა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
