ბათუმში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს თასზე მეორე რაუნდი გაიმართა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას შვიდიდან ოთხი ქართველი აგრძელებს. ნანა ძაგნიძემ რუს დარია ჩაროჩკინას ორივე კლასიკურ პარტიაში და 2:0 გაიმარჯვა. ძაგნიძეს შემდეგ რაუნდში სერიოზული მეტოქე ჰყავს – ასევე რუსი ვალენტინა გუნინა. ლელა ჯავახიშვილმა აზერბაიჯანელ ულვია ფატალიევას პირველი პარტია თეთრებით მოუგო, მეორეში კი შავი ფიგურებით დაუზავდა – 1.5:0.5 და...
ჭდე: ბელა ხოტენაშვილი
ქართველმა ქალებმა მსოფლიო დაიბრუნეს
პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს ორივე პარტია მოუგო და პლანეტის საუკეთესო გუნდი გახდა. ქვეყნის ღირსებას ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია იცავდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა 2015 წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატიც სწორედ ასეთი შემადგენლობით მოიგო. ყაზახებთან პირველი პარტია ჩვენებმა 2.5:1.5 მოიგეს: მომგებიანი ქულა...
ვერცხლის კუნძული
რთულია მოიძებნოს საჭადრაკო ტურნირისთვის ისეთი მშვიდი და სასიამოვნო გარემო, როგორიც საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე იყო. ევროპის გუნდურ ჩემპიონატს, რომელიც სასტუმრო კომპლექს “კრეტა მარისში” მიმდინარეობდა, მე-6 ტურიდან შევუერთდი. სწორედ ეს ტური იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ჩვენი ქალთა ნაკრებისთვის- იბრძოლებდნენ თუ ვერა ჩემპიონობისთვის. იმ დღეს ჩვენები უკრაინელებს ხვდებოდნენ, რომლებიც მედლებისთვის ბრძოლაში ჩვენს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად ითვლებოდნენ. ასევე ერთ-ერთ კონკურენტს,...


