ბათუმში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს თასზე მეორე რაუნდი გაიმართა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას შვიდიდან ოთხი ქართველი აგრძელებს.
ნანა ძაგნიძემ რუს დარია ჩაროჩკინას ორივე კლასიკურ პარტიაში და 2:0 გაიმარჯვა. ძაგნიძეს შემდეგ რაუნდში სერიოზული მეტოქე ჰყავს – ასევე რუსი ვალენტინა გუნინა.
ლელა ჯავახიშვილმა აზერბაიჯანელ ულვია ფატალიევას პირველი პარტია თეთრებით მოუგო, მეორეში კი შავი ფიგურებით დაუზავდა – 1.5:0.5 და მომდევნო რაუნდში კიდევ ერთ რუსთან, პოლინა შუვალოვასთან გაარკვევს ურთიერთობას.
ასეთივე ანგარიშებით მოიგეს ბელა ხოტენაშვილმა და მერი არაბიძემ: ხოტენაშვილმა ბულგარელ ნურგილ სალიმოვას აჯობა, ხოლო არაბიძემ ებრაელ მარსელ ეფროიმსკის მოუგო.
ტურნირს გამოეთიშნე ნინო ბაციაშვილი, ვინაც ყაზახი ელნაზ კალიახმეტის (0.5:1.5) ბარიერი ვერ გაიარა; კესარია მგელაძემ ინდოელ დეშმუხ ლივიასთან (0.5:1.5) წააგო; ანასტასია კირთაძე კი ჩინელ თან ჩჟუნთან (0:2) დამარცხდა. არაბიძისა და ხოტენაშვილის მეტოქეები დღეს გაირკვევა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
