Author: გოჩა თანდარაშვილი

Home გოჩა თანდარაშვილი
იარონ, იყვირონ, მიაწვაააა, არიიიის!!!
ჩანაწერი

იარონ, იყვირონ, მიაწვაააა, არიიიის!!!

2 საათში აეროპორტში უნდა ვიყო. მოვილიე ყველაფერი და ახლა დავწერ. აბდაუბდად გამომივა, ალბათ… ჰო, ეს 2 საათი მოვიმიზეზე. ისედაც აბდაუბდად გამომივიდოდა. მთელი კვირაა ვფიქრობ, როგორ დავწერო და ვერ დავლაგდი. მართლა ვერ დავლაგდი. ვერ გამოვდექი ისეთი ოსტატი, რომ ეს რაღაც მოლოდინი სიტყვებით გადმოვცე – სადღაც შორს, იტალიაში საქართველოს ჰიმნის მოლოდინი. ალბათ, ყველაზე მძლავრად შესრულებული ჰიმნის… აი, მარტო...

როგორ აჯობა უელსში საქართველომ საქართველოს
ჩანაწერი

როგორ აჯობა უელსში საქართველომ საქართველოს

მესამე ტაიმი იციან რაგბიში – მეტოქე გუნდების მოთამაშეები, ერთმანეთის დამჩეჩქვავი ბიჭები ერთად სხდებიან, ჭამენ, სვამენ და მხიარულობენ. ეგრე იქნებოდა უელსშიც, შაბათის თამაშის მერე. ჩვენი, ტელევიზორების აქეთ მხარეს მიმჯდარი ხალხის მესამე ტაიმი კი ინტერნეტში გაგრძელდა. სანამ 6 ერის კარზე ვაკაკუნებთ, იქამდე ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება დანარჩენი სამყაროს აზრს ქართულ რაგბიზე. ჰოდა, გადავქექეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ, გული მოვიოხეთ...

ვერცხლის კუნძული
ჩანაწერი

ვერცხლის კუნძული

რთულია მოიძებნოს საჭადრაკო ტურნირისთვის ისეთი მშვიდი და სასიამოვნო გარემო, როგორიც საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე იყო. ევროპის გუნდურ ჩემპიონატს, რომელიც სასტუმრო კომპლექს “კრეტა მარისში” მიმდინარეობდა, მე-6 ტურიდან შევუერთდი. სწორედ ეს ტური იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ჩვენი ქალთა ნაკრებისთვის- იბრძოლებდნენ თუ ვერა ჩემპიონობისთვის. იმ დღეს ჩვენები უკრაინელებს ხვდებოდნენ, რომლებიც მედლებისთვის ბრძოლაში ჩვენს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად ითვლებოდნენ. ასევე ერთ-ერთ კონკურენტს,...

მადრიდი – ქალაქი ქართველებისთვის!
ჩანაწერი

მადრიდი – ქალაქი ქართველებისთვის!

რამდენიმე დღის წინ მადრიდში მომიწია წასვლა. სანამ ესპანეთის მთავრობისგან ამაოდ ველოდი კატალონიის საკითხებზე პოლიტიკურ ექსპერტად მიწვევას, იქამდე „ლიდერბეთმა“ შემომთავაზა თავის გათამაშებაში გამარჯვებულებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გამგზავრება. დილაადრიან მივადექით მადრიდს, რომელიც გადასარევი ამინდით და აივნებზე გამოფენილი ესპანეთის დროშებით დაგვხვდა. ჩვენ თავმდაბლურად ვიფიქრეთ, რომ დროშების ეს სიჭარბე სწორედ ზემოთ აღნიშნულ კატალონიის ამბებს უკავშირდებოდა და არა ჩვენს...

თანდართულები…
ჩანაწერი

თანდართულები…

„90-იანები, გზის ფული, „სარბიელის“ ფული და თუ დაგრჩებოდა, ხაჭაპურის ფული… სულ სხვა რაღაც იყო, გაზეთი სულაც არ იყო მგონი… ან ჩემთვის არ იყო. „სარბიელი“ იყო და რაღაცას ბევრს სწავლობდი, ისრუტავდი, ბევრჯერ კითხულობდი… ვიღაცას რომ ათხოვებდი და თვალი სულ იქით გეჭირა, როდის დამიბრუნებსო – ის იყო. სხვანაირად რომ კეცავდნენ და ნერვები გეშლებოდა – ის იყო. ვარკეთილიდან...