ესპანეთის ქალაქ სიტჟესში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს 2021 წლის გუნდური ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა.
სერიის პირველი მატჩი ჩვენმა ნაკრებმა 3.5:1.5 მოიგო: ნანა ძაგნიძემ და მერი არაბიძემ თეთრებით გუნაი მამაზადა და ულვია ფატალიევა დაამარცხეს, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა შავებით ტურკან მამადიაროვას მოუგო. ასევე შავებით, ნინო ბაციაშვილი გულნარა მამადოვას დაუზავდა.
სერიის მეორე მატჩი ფრედ, 2:2 დაასრულდა: ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა შავებით გუნაი მამაზადასთან და გულნა მამადოვასთან ყაიმი გააფორმეს, ლელა ჯავახიშვილმა ისევ მოიგო, ამჯერად თეთრებით და ამჯერად ზეინაბ მამედიაროვასთან, ხოლო მერი არაბიძემ ულვია ფატალიევასთან წააგო.
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ინდოეთს შეხვდება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
