საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ სიტჟესში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს 2021 წლის გუნდური ჩემპიონატზე ნახევარფინალში მოულოდნელად წააგო რეიტინგით უფრო დაბლა მდგომ ინდოეთთან და ოქროს მედლებისთვის ბრძოლას გამოეთშა. სერიის პირველი მატჩი ყაიმით დასრულდა – 2:2. ნანა ძაგნიძე-ჰარიკა დრონოვალი და ნინო ბაციაშვილი-რუ ვაიშალი ყაიმზე შეთანხმდნენ, ლელა ჯავახიშვილმა მოუგო ბახტი კულკარნს კი მოუგო, მაგრამ სალომე მელიამ წააგო [...]
ჭდე: ფიდე
ქალებმა მედალზე გაიწიეს
ესპანეთის ქალაქ სიტჟესში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს 2021 წლის გუნდური ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა. სერიის პირველი მატჩი ჩვენმა ნაკრებმა 3.5:1.5 მოიგო: ნანა ძაგნიძემ და მერი არაბიძემ თეთრებით გუნაი მამაზადა და ულვია ფატალიევა დაამარცხეს, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა შავებით ტურკან მამადიაროვას მოუგო. ასევე შავებით, ნინო ბაციაშვილი გულნარა მამადოვას დაუზავდა. სერიის მეორე მატჩი ფრედ, 2:2 დაასრულდა: ნანა [...]
საქართველო აზერბაიჯანზე გავიდა
მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს 2021 წლის გუნდურ ჩემპიონატზე გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში – ხუთი ტურის შემდეგ ეს აზერბაიჯანის ნაკრები იქნება. დავიწყოთ ჩვენენების ჯგუფით: საქართველომ ბოლო ტურში ამერიკის ნაკრები 3:1 დაამარცხა, უკრაინამ 3.5:1.5 მოუგო გერმანიას, ხოლო ყაზახეთმა ამავე ანგარიშით –პოლონეთს. შედეგად, საქართველო 8 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, 7 ქულით მეორე ადგილზე უკრაინა გავიდა, რომელმაც დამატებითი მაჩვენებლით [...]
საქართველო ფლეი ოფშია
28 სექტემბერს ესპანეთის ქალაქ სიტჟესში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს 2021 წლის გუნდური ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა დებულებით კიდევ ორი მატჩი გამართა და პირველი დღის იდენტურად ითამაშა. ჩვენებმა ჯერ გერმანია გაანადგურეს – 3.5:0.5, შემდეგ კი, ქულა დაკარგეს პოლონეთის ნაკრებთან – 2:2. მიუხედავად ამისა, 4 ტურის შემდეგ საქართველო ნაკრები ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს და ფლეი ოფში გასვლა განაღდებული [...]
ცოტა რამ ჭადრაკზეც…
ჩაიგრიალა საჭადრაკო მსოფლიო თასმა ქალაქ თბილისში და რამდენიმე დღის გამოშვებით “სარბიელის” ახალი სიცოცხლეც დაიწყო. გაქცეულ ცხენს აღარ გავედევნებით, მკითხველს კი იმის პირობას მივცემთ, რომ ამიერიდან ჭადრაკში მიმდინარე მნიშვნელოვან ამბებს არ გამოვაპარებთ. მანამდე კი კონსპექტურად იმაზე, რაც გასული თხუთმეტი წლის მანძილზე ბრძენთა თამაშში შეიცვალა… შეიცვალა კი ბევრი რამ. 2002 წელს მქუხარე გვარებიდან დღეისთვის სამიოდე თუღა შემორჩა [...]




