ადამიანი მყიფე არსებაა. კუნთები და ძვლები საცოდავ მასალად გამოიყურება, თუ მათ საძალოსნე შტანგის ფონზე დააკვირდები და როცა ნახავ, რომ ერთი ადამიანთაგანი გამოდის და ორი მისვლით ნახევარ ტონას სწევს, ჯერ გაშეშდები, მერე კი იამაყებ – ეს იშვიათი ადამიანი შენიანია, ოლიმპიური და კიდევ ათასი სხვა უმაღლესი დონის საძალოსნო შეჯიბრების ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. იგი წლებია მასხრად იგდებს ფიზიკის...
Author: დავით გულუა (დავით გულუა)
ყოჩი დიდი გულით
ყოჩი, მაგრამ თავმდაბალი – ესეც მამუკა გორგოძეზე ითქმის. თავისი დიდი ღვაწლის საპირწონედ მას არასდროს მოუთხოვია ჩინ-მედლები და ქართველთა თუ უცხოელთაგან ყოველ აღიარებას მორიდებული ღიმილით შეხვედრია. ერთ მშვენიერ დღეს, სარაგბო კრიტერიუმებით არცთუ ვეტერანმა, იგრძნო – ახალგაზრდების დრო მოსულაო და საქართველოს ნაკრების რვა ნომერი მაისურიც ალალად გადაულოცა მომდევნოს. მაგრამ თავმდაბლობაცაა და თავმდაბლობაც… დანარჩენი 28 დეკემბრის საიუბილეო-საკოლექციო გაზეთ...
სიმძიმე? რამდენიც გინდა!
ლაშა შტანგასთან წყნარი სახით მიდის, გულში და გვერდებზე მჯიღებს არ იბათქუნებს, მოტივაციის ასამაღლებლად ფსიქოლოგები და ქოუჩ-მოტივატორები არ სჭირდება, მისი სიმხნევის მთავარი გარანტი შტანგასთან მისვლამდე რამდენჯერმე გადაწერილი პირჯვარია და ცხადია, გუნდი გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით. გუნდი, რომელმაც კარგად იცის რომელ წუთს რა უნდა გაკეთდეს, რომ ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დააღებინოს პირი. დანარჩენი იხილეთ 28 დეკემბრის საიუბილეო-საკოლექციო...
ბაცი ფერის ამბავი
დიდად ღირებული თამაშის წინ ადამიანური სისუსტე შემოგვეპარა და ობიექტურ ჟურნალისტურ მსჯელობაზე ხელი ავიღეთ: ნეტავ ჩრდილოეთ მაკედონიის მეკარემ ხვალაც ისე მიჰქაროს, როგორც კოსოვოსთან ნახევარფინალში თუ რიკოშეტით, თუ ავტოგოლით, თუ რაგბის მსგავსად ჯგროდ მიწოლით – ნეტავ ტაბლოზე თამაშის ბოლოს ჩვენი გატანილი ერთით მეტი გოლი გამოისახოს 12 ნოემბერი ისეთი დღეა, ფეარ ფლეიზე ფიქრიც არ გვინდა. ამ ერთხელ გვაპატიოს...
ზეიმი პირველი
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შეძლო: არა შეუძლებელი, მაგრამ ძნელი. უეფას ერთა ლიგის D-ჯგუფის პლეი-ოფის ნახევარფინალში არ ყოფილა ეპიზოდები, რომლებიც ისტორიას გასწვდება, მაგრამ ესთეტიკას და სილამაზეს დღეს ბელარუსთან დღეის თამაშში ბოლო ადგილი ეჭირა. ნერვული 96 წუთის შემდეგ შედეგი დადგა, რომელმაც საქართველო დასკვნით რაუნდში გაიყვანა. ეს იყო ძნელი 1:0, მოპოვებული დიდი გარჯით და პრაგმატული მიდგომით. სწრაფად გატანილი...
ტანმაღალი და თავმდაბალი ვარსკვლავი
ფირუზ კანთელაძე უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო, მაგრამ მისმა გარდაცვალებამ ქართული ფეხბურთის მოღვაწეებს და ვეტერანებს პირველ ყოვლისა სიტყვები “უწესიერესი”, “უპატიოსნესი”, “უკეთილშობილესი” გამოათქმევინა და იმ კოლეგა-ჟურნალისტებმაც, ვისაც ფირუზ კანთელაძესთნ ინტერვიუ ჩაუწერიათ, განაცხადეს: საკუთარ სახლში გვეგონა თავი, ისეთი სითბოთი და სიკეთით გვღებულობდაო. მცირე ამბავი როდია, იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის და ორგზის თასის მომგები, ვიცე-ჩემპიონობასა და ბრინჯაოს მედლებზე რომც...
სევდიანი ამბავი “დინამო არენაზე”
“პირველი მერცხალივით” ამბავი მოხდა “დინამო არენაზე”. ქართული რაგბი უკვე მერამდენედ და ამაოდ მიეძალა ევროპის სარაგბო ელიტის ჭიშკარს. დღეის მატჩი კარსმომდგარი მსოფლიო თასის რეპეტიციად კი მოინათლა, მაგრამ რაღა რეპეტიცია, როცა შოტლანდიის დონის ნაკრები პირველად გამოჩნდა საქართველოს სარაგბო მინდორზე. ქართველთა საამმატჩო იმედი ორ ფაქტორზე იყო დაფუძნებული: მოთამაშეთა გაუტეხლობასა და ქომაგობის მაღალ ამპლიტუდაზე. ორივე ვიხილეთ, მაგრამ შედეგი ვერ...
ქართველებთან სიმორცხვე არ გაჭრის
საქართველოს რაგბის ნაკრებთან ევროპის დიდი ექვსეულის და სარაგბო ელიტის სხვა წარმომადგენელთა შეხვედრებისთვის საკმაო საგაზეთო თუ ონლაინ-ფართის დათმობა ბოლო წლების ბრიტანულ მედიაში წესად იქცა. “ბი-ბი-სის” სპორტული მიმომხილველი ენდი ბერკი დღეის ბრძოლას მოზრდილ წერილს და შთამბეჭდავ სათაურს უძღვნის “საქართველო შოტლანდიის წინააღმდეგ: გრეგორ თაუნსენდის ბიჭებს მრისხანე ხროვა ელოდებათ”, ხოლო თავად წერილი გაჯერებულია იმ აზრით, რომ “დინამო არენაზე” სქოთებს...
საქართველოს ნაკრებს გული დაუბრუნდა
ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა მაგრამ გვაქვს დიდი გული – ამას თავის ქვეყანაზე ვერ იტყვის ადამიანი, თუ მას თავად დიდი გული არა აქვს. მამუკა გორგოძის გულზე შორეული 2003 წლიდან ალაპარაკდნენ ქართველები და დღემდე არ გაჩერებულან. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, არა წლებით, არამედ ათწლეულზე მეტითაც სპორტის რომელიმე სახეობის ეტალონად იქცნენ. ლეონელ მესი ფეხბურთში, უსეინ ბოლტი – სპრინტში, მამუკა...
გემი, ჯეიმი და ორი გული
ესეც მატჩის დღე და ძალიან გადაწითლებული სტამბოლი. რაღა თქმა უნდა, ევროპა-აზიის საკვანძო ქალაქში „ჩელსის“ ფანებიც არიან, თუმც, მერსისაიდელების ფონზე ლონდონელთა ფანკლუბი ორ ზღვას შუა მოქცეულ ბოსფორის სრუტესავითაა… დღეს სტამბოლი წითელია და ადუღებული ელოდება ფინალს. ბოსფორის სრუტის თვალწარმტაცი სილამაზე მართლაც გამოსარჩევი რამაა და მასპინძლებმა ეს ადგილი ორმაგად დასამახსოვრებლად უქციეს გულშემატკივრებს – ხუთას სქაუზერზე მეტი ვერ დაიტია...








