მოგეხსენებათ, დღეს საღამოდან პრემიერლიგა გახურდება და უნაღდესი ფეხბურთის ქომაგებს ისევ გულის ფარცქვალი აუვარდებათ. პროგნოზების გარეშე აბა როგორ იქნება და აგერ, პიტერ კრაუჩმაც, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებისთანავე, მარჩიელობას ბეჯითად მიჰყო ხელი. ბეჯითად-თქო, ვამბობთ, რადგან “დეილი მეილის” მესვეტეს პრემიერლიგის ოცივე კლუბის ღირსება-ნაკლოვანებები გამოწვლილვით შეუსწავლია და თითოეულისთვის სეზონის ბოლოსთვის სატურნირო ცხრილშიც ზუსტი ადგილი მიუჩენია. ფუნდამენტური ნაშრომი გამოვიდა, მაგრამ მოსაწყენი....
Author: დავით გულუა (დავით გულუა)
ლეგენდა პარკეტზე
ბრიტანული “მირორის” ცნობით, გასაოგნებელი ამბავი მოხდა კალიფორმიაში, სადაც კრივის ლეგენდა ფლოიდ მეივეზერი კარიერაში პირველად წაიქცა. 50 ელიტარული ბრძოლის მომგებმა ამერიკელმა როგორც იქნა იგემა დაცემის სიმწარე, მერე რა რომ კალათბურთის თამაშისას… ასეთი ამბავი იყო: მეივეზერმა საკალათბურთო ქველმოქმედება მოინდომა და კალიფორნიის მავან ქალაქში კომიკოს ნიკ ქენონთან, რეალითი-შოუს ვარსკვლავ კოლტონ ანდერვუდთან და კრივის საერთაშორისო ფედერაციის მეორე ქვესაშუალო წონის...
ჭადრაკის და ადამიანის სიყვარულით
ვლადიმირ გრიგორის ძე ზაკი, საბჭოთა ეპოქის მწვრთნელი-ლეგენდა, აღმზრდელი ბორის სპასკისა, ვიქტორ კორჩნოისა და გატა კამსკისა, თავის საჭადრაკო ბესტსელერში, “სრულყოფის ხელოვნება” დიდი მორიდებით არ გამოირჩევა. გინდ კასპაროვი იყოს, პარტიების ანალიზისას თუ რამ ნაკლი უპოვა, კარგად მისცხებს ხოლმე. მისგან შესრულებული საჭადრაკო პარტიების ანალიზი გადამოწმებას არ საჭიროებს. მაგრამ არის წიგნში ეპიზოდი, სადაც ავტორს თვალაწყლიანებულს ვხედავთ: “ჩემს შეხედულებათა ჩამოყალიბებაში...
ალაფი ტრანსილვანიიდან
2019 წლის, მოსაწყენი, ერთ ადგილზე სატკეპნი, მოტივაციაგამოცლილი ევროპის ჩემპიონატის პირველ თამაშში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კლუჟში რუმინეთის ნაკრები 18:9 დაამარცხა. მესამედზე შევსებული ტრიბუნების წინ, სადაც მცირერიცხოვან ქართველ ქომაგთა ხმები მკაფიოდ ისმოდა, ქართველებმა არითმეტიკული თვალსაზრისით ჩააგდეს მატჩის პირველი ნახევარი (3:6), თუმც თამაშს ეტყობოდა, რომ გამარჯვებულის ამოცნობა შესაძლებელი იყო. მართლაც, მეორე ტაიმში ჩვენები უფრო ეფექტურად მიაწვნენ და ორი...
ერთი ერთში
ურიგო არ იქნება, ვინმე თუ მოიფიქრებს და ბენდის, იგივე ბურთიანი ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას რაციონალიზატორული წინადადებით მიმართავს: გაიმართოს მხოლოდ ფინალი რუსეთის და შვედეთის ნაკრებთა მონაწილეობით. ბენდი დიდებული სპორტის სახეობაა, თავის შაიბიან ძმაზე არანაკლებ ამოდ საყურებელი და საწყენია, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე ორი ან დიდი-დიდი სამი თამაში თუ გაიმართება ისეთი, ქომაგს ძარღვებში სისხლს რომ აუჩქროლებს. ბრძოლა, მონდომება დანარჩენებშიც...
დანიამ ფაფარი აიშალა
არის ერთი მიკელ ჰანსენი, ლომისფაფარა დანიელი ხელბურთელი, რომელიც თავის ვიკინგი წინაპრებივით დააფრიალებს ამ ფაფარს აქეთ-იქით და აწიოკებს მთელ მსოფლიოს. გერმანიასა და დანიაში დასრულებული ხელბურთის მსოფლიო პირველობის მთავარ გმირად უეჭველად ამ საშიში კაცის აღიარება ეგების. ჯერ რიცხვები: ნახევარფინალში საფრანგეთთან მოგებული 38:30-ში ჰანსენმა 12 გოლით დაიდო ლომის წილი, ხოლო ფინალში შვიდი გოლით კვლავ თავის ნაკრების მთავარი ბომბარდირი...
მასპინძელნო, მხიარულნო!
მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში დასასრულისკენ მიისწრაფვის. ერთი ადგილიც არ ნაწილდება თამაშის და ბრძოლის გარეშე. უკვე ჩაიარა პლეი-ოფმა 21-24-ე ადგილებისთვის და ბარაქალა ვითომ ერთიანი კორეის ნაკრებს, რომელმაც ნახევარფინალში ჯერ იაპონელი მეზობლები გაამწარა და შემდგომ საუდელ არაბებთანაც ერთი ბურთითღა ვერ შესწვდა 21-ე ადგილს. მე-17 ადგილი არგენტინას ერგო, რომელმაც ჯერ ავსტრიას და შემდეგ სერბეთს ორ-ორბურთიანი სხვაობით აჯობა. გაუჩოთა შედეგი...
შესანიშნავი ნახევარი
დასრულდა ხელბურთში მსოფლიო თასის პირველი ჯგუფური ეტაპი და ხამს შევაჯამოთ. 24 ნაკრებიდან მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე 12 რჩეული გავიდა და მათში განსაცვიფრებელად და გასაოგნებელად ვერავინ მოხვდა, მაგრამ A-ჯგუფში რუსეთის და სერბეთის ჩარჩენა და მომდევნო რაუნდში გადასული საფრანგეთ-გერმანიის კომპანიაში ბრაზილიის მოხვედრა მაინც გვარიანი სიურპრიზი გამოდგა. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედფინალში გასვლის მიუხედავად ხელბურთი ბრაზილიაში არ არის ფეხბურთი ან...
მასპინძელი – ევროპა, ფავორიტი – ევროპა
გერმანიასა და დანიაში ხელბურთის მსოფლიო პირველობა დაიწყო. ქებული ქალაქები: კოპენჰაგენი, ჰერნინგი, ბერლინი, ჰამბურგი, მიუნხენი და კიოლნი ოთხ ჯგუფად დაყოფილ 24 ნაკრებს მასპინძლობენ. ადრეც შეგვინიშნავს და გავიმეოროთ: ხელბურთი ევროპისაა და წლევანდელ ტიტულსაც ალბათ ბებერი კონტინენტის რომელიმე ნაკრები ირგუნებს. 2019 წლის ფინალურ ეტაპზე მასპინძლის სტატუსით მოხვდნენ დანია და გერმანია, “მწვანე ბარათით” – იაპონია და ყურადღება: კორეის გაერთიანებული...
ზუროსმა საქართველო აშერმადინა
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა მომავალ წლამდე თავი დაგვიკრა. დაგვიკრა მაჟორულ ნოტაზე, თბილისის სპორტის სასახლეში ისრაელის ნაკრების დამარცხებით და თებერვალში გასამართი ორი დასკვნითი შესარჩევი მატჩის ოპტიმისტურ მოლოდინში. თამაში თანაბრად დაიწყო, გუნდებს დაცვაში თამაში უფრო ემარჯვებოდათ და პირველი მეოთხედის ანგარიში უფრო ხელბურთისას ჰგავდა. იქნებოდა ასე მეორე მეოთხედის შუაწელი, როცა ფაცაციამ, ბითაძემ, ბოლოს მაკფადენმა წუთნახევარში სამი სამქულიანი უთავაზეს სტუმრებს...





