მეორე პოლინეზიურმა ნაკრებმაც ყურჩამოყრილმა დატოვა თბილისი. ნოემბრის საძაგელ ამინდში, გულისგამასიებელი წვრილი წვიმის თანხლებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამჯერად ტონგა დაამარცხა და წესით, მორიგ რეიტინგ-ლისტშიც უნდა გაუსწროს. სამოასთან მიღებული საპირველტაიმო გაკვეთილი მილტონ ჰეიგმა ქართველებს, ეტყობა, წარმატებით აუხსნა და “მიხეილ მესხზე” ფეხმარდ ტონგელებს თანამოძმეებივით თავისუფლად ქრიალის საშუალება არ მიეცათ. სხვა გზა არ იყო და ჯარიმებით ფონს გასვლა...
Author: დავით გულუა (დავით გულუა)
ქართველებმა სივატაუ აგანდაგანეს
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირწმინდად მოგებული მეორე ტაიმის წყალობით სამოა 27:19 (10:19) დაამარცხა და სიხარულის და დისკუსიისთვის იმდენი სივრცე დატოვა, ორი კვირა პრაიმტაიმების მასალა საძიებელი აღარ არის, საპრეზინდენტო არჩევნებს და სხვა ულამაზო მოვლენებს რომ არ ჰქონდეთ რაგინდარა ტელე- და ინტერნეტ-მაუწყებელთა ბადეები გადავსებული. იტალიასთან წინა კვირის წაგებამ, ალბათ სამართლიანად, ტიპიური ქართული ეიფორიისგან გამოგვიყვანა და ისევ მსოფლიო რაგბის...
იტალიამ ბორჯღალი დაატრიალა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფლორენციაში იომა, მაგრამ ვერას გახდა. მოლოდინით, დიდი გამარჯვების მოლოდინით გაფართოებული თვალები ჩაუქრა ქომაგს, დავითიანი დროშები ჩამოიკეცა და ბარე ორი ქართველი ამაღამ ნერვიულობისგან ღამეს თეთრად გაათევს. არადა, მოგება შეიძლებოდა, რომ არა… აქ ჯობს მიზეზთა გრძელი სიის ჩამორაკრაკებას მოვერიდოთ, ოტიმალური შემადგენლობის არყოლაზე, ახალგაზრდების და გამოუცდელთა სიმრავლეზე, არდასაშვებ შეცდომებზე და მისთანა გარემოებებზე სიტყვა აღარ გავაგრძელოთ....
მსოფლიო ლაშას მხრებზე
ლაშა ტალახაძეს ძალოსნობაში საქმე აღარ დარჩა. გაურკვეველია, კიდევ რამდენი სიმძიმე უნდა ჩამოჰკიდონ მის შტანგას, რომ ბოლოს და ბოლოს მორიგ რეკორდზე ხელი აიღოს. ქართველმა გოლიათმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი ყველაზე მძიმე სპორტის ისტორიაში და მისგან მომავალში არაფერი გაგვიკვირდება. აშხაბადში, მსოფლიო პირველობაზე ლაშა ტალახაძემ სამმაგი ოქრო დაიმსახურა, აკვრაც დაინარჩუნა, ატაციც და ორჭიდიც. კილოგრამებზე დამშეული ქართველი თურქმენთა სატახტო ქალაქში...
მარცხი პირველი
მთავარი ამბავი ლონდონში, “თუიქენემ სთედიუმზე”, 80369 ქომაგის თვალწინ დატრიალდა: რაგბის შემოდგომის ტესტების პირველი კვირის მთავარი თამაში ინგლისმა სამხრეთ აფრიკას დიდი გაჭირვებით, 12:11 მოუგო. მასპინძლებს ლელოს დადება არ ეწერათ. პირიქით, 33-ე წუთზე სბუ ნქოზის დადებული ლელო ერთადერთი გამოდგა თამაშში, რომელმაც “ქურციკებს” პირველი ტაიმის 8:6 მოგების საშუალება მისცა. ჯაჯგური მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და საბურთაო სახეობათა მამებმა მხოლოდ...
მოგება შეგვიძლია, უნდა მოვიგოთ!
მსოფლიო რაგბში დღეს შემოდგომა დადგა ანუ შემოდგომის ტესტები დაიწყო და სანახაობრივად მდიდარ პირველ თამაშში იაპონიამ ღირსეული 31:69 დასვა ახალ ზელანდიასთან, მე კი თავიდან წამიერად რატომღაც ფეხბურთზე ვიფიქრე: ფიფამ რომ ერთა ლიგა მოიფიქრა, დაგვიანებული, მაგრამ კარგი ამბავი გამოდგა ამხანაგური თამაშების მთქნარებასთან საომრად. აქამდე სად იყო? რაგბში კი მთქნარება გამორიცხულია, სიტყვა “ამხანაგურს” იქ არ იცნობენ. ამხანაგური? ჰმ!...
პანებმა ფრენბურთი დააპანიკეს
ფრენბურთის ჯანსაღად ერთფეროვანი სპორტია. მთელი თვე უმაღლეს დონეზე ერთი და იგივე მოძრაობების კეთება რომ გიწევს (მიღება, აგდება, დაბათქუნება), ხამს გადაიწვა, ამიტომ ფრენბურთელებს სხვა ჯურის მობურთავეებზე მეტადაც კი სჭირდებათ ჯეროვანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნა. იტალიასა და ბულგარეთში დასრულებული ვაჟთა მსოფლიო პირველობის მონაწილეთაგან ჩავარდნებს და აღზევებებს ვერცერთი ნაკრები გადაურჩა, ჩემპიონი კი გახდა იგი, ვინც გადამწყვეტ მომეტში ტალღის...
შესანიშნავი ექვსეული
ფრენბურთში მსოფლიო ჩემპიონატს 24-დან 6 ნაკრებიღა შემორჩა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასულ 16 ნაკრებს პირველ ეტაპთან შედარებით ბევრად უფრო სასტიკი პირობები დახვდა: რჩეულ ექვსეულში მოხვედრას შეძლებდა მხოლოდ ჯგუფებში პირველადგილოსანი ოთხი ნაკრები პლუს ოთხი მეორეადგილოსნიდან ორი საუკეთესო. იტალიის ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გმირის სტატუსით გადავიდა. მშობლიური ტრიბუნებით შეგულიანებული აპენინელები კოჭებს ამტვრევდნენ სუსტ თუ ძლიერ მეტოქეებს და მეორე...
სუსტებს აქ არაფერი ესაქმებათ
პირველი რაუნდი მორჩა. ფრენბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე სუსტი ნაკრები აღარ დარჩა და 21 სექტემბრიდან მეორე რაუნდის კვარტეტთა კვარტეტში დაძაბული მატჩების ხვედრითი წილი ბევრად მაღალი იქნება. თან, ორგანიზატორების მახვილგონივრული ჩანაფიქრით, ახალი, E, F, G, H-ჯგუფების კომპლექტაცია უკვე ჩატარებული მატჩების განმეორებას გამორიცხავს. მაგალითად, E-ჯგუფში მოხვდნენ: A-ჯგუფის პირველადგილოსანი (იტალია), B-ჯგუფის მეორეადგილოსანი (ჰოლანდია), მესამე ადგილზე გასული ნაკრები C-ჯგუფიდან (რუსეთი) და...
რეკორდი
ისმინეთ მრავალგზის მოსმენილი: ქრისტეშობამდე 490 წელს, მარათონის ველზე, ათენიდან 42 კილომეტრისა და 195 მეტრის მოშორებით, ძველმა ბერძნებმა ვაგლახად ჰგვემეს აქემენიდების იმპერიის ლაშქარი და ფიდიპიდად წოდებულმა ერთმა ბერძენთაგანმა დიდებული ამბის ელინთა მთავარქალაქში სასწრაფოდ უწყება მოინდომა. ირბინა ბეჯითად, უწია ათენს, შეჰყვირა “გავიმარჯვეთ!” და გული ამოუვარდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ანუ მოკვდა. ამ კოხტა ისტორიაში ერთადერთი თეთრი ლაქაა:...









