გასკდა გული! რამდენი გვარყია და გვაჯანჯღარა ერთმა თამაშმა! არ გვინდა, არ არის საჭირო ტაქტიკურ ჩავარდნებზე, მწვრთნელის შეცდომებზე, მოთამაშეთა ფსიქოლოგიური მზადყოფნის ხარვეზებზე და სხვა მეცნიერებებზე საუბარი. საქართველო-საბერძნეთის მატჩი იყო ორსაათიანი სანახაობა, რომელმაც ყველა ტრილერზე მეტად მიგვაჯაჭვა სპორტის სასახლის საკალათბურთო სარბიელს. პირველი მეოთხედის +13 უკვე იძლეოდა ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს. ორიოდე წაფორხილების მიუხედავად, ქართველები მუხლმაგრად იდგნენ დაცვაში, ფანტაზიის...
Author: დავით გულუა (დავით გულუა)
ფავორიტები – წინ!
ფრენბურთში მსოფლიო პირველობაზე A-ჯგუფის თავში აშკარა ფავორიტის სახით იტალიის ნაკრები მიგელავს, რომელმაც სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი პარტია წააგო და იაპონიის მუსვრას ბელგიელთა და არგენტინელთა დაწიხლვაც მიაყოლა. მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელი სამი ადგილისთვის ოთხი გუნდი იბრძვის (გარდა საცოდავი დომინიკის რესპუბლიკის ნაკრებისა). მეორე ადგილზე გასაჭრელად საკვანძო თამაში გუშინ სლოვენიამ მოუგო ბელგიას. 0:2 ჩამორჩენის შემდეგ სამხრეთელმა სლავებმა უმაგალითო...
ერთობა და უტეხობა
ქართველებმა გაიმარჯვეს! ერთიანობით და შეუპოვრობით ისრაელის ძლიერ ნაკრებთან 85:80 გამოსჭედეს და მთავარი ამ გამარჯვებაში იმ სენის დაძლევა იყო, რაგინდარა სპორტის სახეობაში ქართველთა საქმე არაერთგზის რომ გაუფუჭებია: პირველივე წაბორძიკებისას გუნების წახდენა და ხელების ჩამოყრა. დღეს საღამოს ბარე ორი იყო შემთხვევა, როცა ისრაელის შვილებმა ძალღონე მოიკრიფეს და არამცთუ წამოეწივნენ, არამედ გაუსწრეს კიდეც ჩვენებს და ეს იყო მომენტები,...
სახლში ჯობია
მასპინძელთაგან სტუმრების გვემით დაიწყო იტალია-ბულგარეთში ფრენბურთის მსოფლიო ჩემპიონატი. რომში, გაიტალიელებული რუსის, ივან ზაიცევის კაპიტნობითა და დიაგონალზე ყუმბარისებრი დარტყმებით აპენინელებმა მზე დაუბნელეს ამომავალი მზის ქვეყნელებს, რაშიც 11 000-კაციანი პუბლიკის წილი მცირე არ იყო. უმაღლეს გვამთაგან თამაშს ესწრებოდნენ იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჯოვანი მალაგო და ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის ბრაზილიელი პრეზიდენტი, დოქტორი არი და...
მიიღო, აუგდო, დაარტყა – დიდი ფრენბურთი აპენინებსა და ბალკანეთში
ხვალ იტალიასა და ბულგარეთში ფრენბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რომელზეც ბურთი ქართველთა გარეშე იფრენს. საქართველოს ფრენბურთის ნაკრებს ამა წლის მაისში მიეცა საკვალიფიკაციო ზღუდეზე გადასვლის შანსი, მაგრამ ჩვენებმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხივე ჯგუფური თამაში უიმედო 0:3-ით წააგეს, ერთი მაინც პარტიის მოგების გარეშე და საწყენია, მაგრამ გივი ახვლედიანის და ვაჟა კაჭარავას საქართველოში ფრენბურთი სადღეისოდ თითქმის ყველა საბურთაო სპორტს...
ძია სემი დუბლინში დარჩა
დუბლინში, 82300 ქომაგით გაძეძგილ “კროუკ პარკზე” ირლანდიური ფეხბურთის საერთოირლანდიური ფინალი გაიმართა. თამაში აგვისტოს ბოლოს უნდა გამართულიყო, მაგრამ რომის პაპმა ფრანცისკ პირველმა სწორედ მაშინ ინება ირლანდიაში თავის კათოლიკური სამწყსოსთვის თვალის გადავლება (დუბლინში “ოჯახთა მსოფლიო კონგრესს” დაესწრო) და ამით შემოდგომის უდიდესი სპორტულ მოვლენათაგანი უნებლიეთ შეაფერხა. 33 გუნდიანი, მრავალრაუნდიანი შესარჩევი ციკლის გავლის შემდეგ ფინალის მთავარი ღირსება ცხრაწლიანი პაუზის...
გამარჯვებული
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგანი დააქუხა. გერმანიის ღია პირველობის მოგებით ქართველმა ჩოგბურთელმა არამხოლოდ 500-იანი სერიის, ანუ ATP-ს მესამე რანგის ელიტარული ტურნირი მოიგო, არამედ დაგვარწმუნა, რომ შეუპოვრობა ფასდება. ამ გამარჯვებამდე ბასილაშვილმა თითქმის 10 წელი იარა. ადვილი როდი იყო მსოფლიო ჩოგბურთის გაუვალ ჯუნგლებში სიარული, უმკაცრესი კონკურენციის პირობებში მოთმინების, ფორმის, ხასიათის შენარჩუნება, დასანანი დამარცხებების ჩანაცვლება უმძიმესი გამარჯვებებით. ნიკოლოზმა ეს შეძლო,...
ტიტული ბალკანეთში დარჩა
ბარსელონაში წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ქანცის გამომცლელ ნახევარფინალებში სერბებმა ხორვატები (9:7) და ესპანელებმა იტალიელები (8:7) დაამარცხეს, მაგრამ გადამწყვეტი თამაშისთვის მაინც მხნეობით სავსენი ჩანდნენ, რაც სპეციალისტების გაკვირვებას იწვევდა. ერთერთი კომენტატორის თქმით, წყალბურთელები ყოველ თამაშში ორ კილომეტრამდე მანძილს ფარავენ, რაც დიდად ბევრი არ არის, როცა თავისუფლად ცურავ, მაგრამ მხარზე 100-კილოგრამიანი მეტოქე როცა გკიდია, დიდ ძალებს მოითხოვს. მეშვიდე...
სერბეთი – ხორვატია. წყალბურთი და არა მარტო…
ბერნატ პიკორელის საწყლოსნო კომპლექსში, რომელიც ბარსელონას ოლიმპიადის (1992) შემდეგ მეოთხედი საუკუნეა ერთგულად ემსახურება ზეპურ საწყლოსნო მოვლენებს, სიცხე მატულობს. წყალბურთში ევროპირველობის მეორე ეშელონმა ადგილები უკვე გაინაწილა. 16 რჩეულ ევროპულ ნაკრებს შორისაა საქართველოს ეროვნული ნაკრებიც, რომელმაც სლოვაკეთთან გმირული 8:6-ის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიცია დაიმტკიცა და წინა ევროს შედეგს ერთი საფეხურით გადააბიჯა. მთავარი ამბები კი, ცხადია, მეოთხედფინალურ...
13 აგვამაღლებს
მოსახდენი მოხდა: ევროწყალბურთში (და ეს იგივეა, რაც მსოფლიო წყალბურთში) მოდის კანონმდებელი რვა ნაკრები ისევ უკლებლივ გავიდა წლევანდელი ევროპირველობის მეოთხედფინალში (ორი წლის წინანდელი ევროს მსგავსად) და კიდევ ერთხელ გამოკვეთა ის ხრამი, რომელიც მათსა და დანარჩენ საწყალბურთო ევროპას შორის გაწოლილა. უნგრეთი – ჰოლანდია 12:9 (5–4, 4–2, 2–1, 1–2) – ეს ანგარიში თითქოს ბრძოლაზე მიუთითებს, მაგრამ წყალბურთის მოყვარული...









