Author: დავით გულუა (დავით გულუა)

Home დავით გულუა
იტალიური მასტერკლასი
ჩანაწერი

იტალიური მასტერკლასი

წყალბურთს პროგნოზები უხდება. ევროპის 2018 წლის პირველობის ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპი აუმღვრევლად ჩატარდა, მხოლოდ A-ჯგუფში დატრიალდა ინტრიგა, როცა გერმანიამ ევრო-2016-ის ბრინჯაოსმედალოსან უნგრეთს ფრე გამოჰგლიჯა ხელიდან და ამით დაამტკიცა, რომ საქართველოს ნაკრებთან მისი გამარჯვებაც შემთხვევითი როდი იყო. ჩვენებმა კი მოლოდინისამებრ დათმეს თამაში იტალიის ნაკრებთან (3:14) ისე, რომ ვერცერთ ტაიმში სერიოზული ვერაფერი აჩვენეს.   ჯგუფში ბოლო ადგილის...

კედელი გვირაბის ბოლოს
ჩანაწერი

კედელი გვირაბის ბოლოს

“ევროპის ე.წ. მეორე დივიზიონის ერთერთი საუკეთესო გუნდი” – ახასიათებს საქართველოს წყალბურთის ნაკრებს ბარსელონაში მიმდინარე ევროპის 33-ე ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი, რაც სიმართლეა: ქართველი წყალბურთელები ზედიზედ მესამედ თამაშობენ ევროპირველობის ფინალურ ტურნირში და ეს ის შედეგი გახლავთ, რაზეც, კალათბურთელებს არა, მაგრამ ჩვენს ფრენბურთელებს, ხელბურთელებს და ცხადია, ფეხბურთელებს ჯერ მხოლოდ ფიქრი შეუძლიათ. გრანდებთან ჭიდილში მაღალი შედეგები ქართველებს ჯერ არ...

სტატისტიკა, მხოლოდ სტატისტიკა…
ჩანაწერი

სტატისტიკა, მხოლოდ სტატისტიკა…

ჩაიარა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატმა. ზოგმა, ასეთი ჩემპიონატი ისტორიას არ ახსოვსო, ზოგმაც – რას გავდაო. აზრი ყველას თავისი აქვს, ჩვენ კი პედანტი ხალხი ვართ და საქმეში სტატისტიკის ჩართვას ვაპირებთ, რიცხვებს მოვიმარჯვებთ და ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ მონდიალ-2018 ისტორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკორდით მაინც დაიმკვიდრებს ადგილს. გერმანია იმ ნაკრებთა მწუხარე კლუბში მოხვდა, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვების შემდგომ მონდიალზე ჯგუფიდან...

კირსანი მოხსნეს
ჩანაწერი

კირსანი მოხსნეს

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციაში სამწლიანი ბუბუნის შემდეგ მიწა იძრა: ფედერაციის ეთიკის კომისიამ პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვს უფლებამოსილება შეუჩერა. შეჩერება ამ შემთხვევაში მოხსნის ტოლფასია, რადგან ყალმუხეთის ექს-პრეზიდენტის თავზე იმდენი ღრუბელი დაგროვდა, ფიდეში მისი დაბრუნების ბავშვსაც აღარ სჯერა. ილუმჟინოვი მსოფლიო ჭადრაკს თითქმის ყმაწვილკაცობაში, 1995 წელს ჩაუდგა და აღნიშნული ამბავი “სარბიელში” გიო ახვლედიანის სულ პირველი სვეტის თემადაც იქცა. ბევრი სასარგებლო...

ქუინზლენდმა კარი გაიჯახუნა
ჩანაწერი

ქუინზლენდმა კარი გაიჯახუნა

შედარებით თამამ, ლაღ გარემოში ჩატარდა ცამეტკაცას (რაგბილიგის) “სტეით ოფ ორიჯინ”-სერიის მესამე და დასკვნითი მატჩი ბრისბენში, “სანკორპ სთედიუმზე”. წინა თამაშების 80-ათასიანი აუდიტორიის  ნაცვლად ამჯერად 50 ათასი ქომაგი ღრიალებდა მხიარულად და თვითონ თამაშიც უფრო სანახაობრივი გამოვიდა, რახან ახალი სამხრეთ უელსის ნაკრებს უკვე დაებევებინა სერიის მოგება ორი გამარჯვებით და მოტივაციაც, სერიის ყოველი თამაშის დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, ოდნავ ნაკლები...

ფინალი პირველი
ჩანაწერი

ფინალი პირველი

“მოაშორეთ ეს ხორვატია აქედან!” – წაიბურდღუნა წუხელ მუშტაიდის პარკში ვეება ეკრანის წინ, ლუდით ხელში მჯდომმა ქომაგმა და მესამე ბოთლას გამოუყვანა წირვა – “პენალტები იქა, პენალტები აქა, უგებენ არგენტინას, რომელიც არგენტინა კი არა, რაღაც დოზანაა. რამდენი უნდა გაგიმართლოს…” ქომაგს კონცეპტუალური სევდა აწვა მხრებზე: მის გონებაში ვერ თავსდებოდა მონდიალის ნახევარფინალი ბრაზილიის, არგენტინის, გერმანიის, იტალიის (აფსუს, იტალია!) ან...

ფეხბურთი სამშობლოში ბრუნდება
ჩანაწერი

ფეხბურთი სამშობლოში ბრუნდება

დღეს ინგლისი მონდიალ-2018-ის ნახევარფინალში რომ გავიდა, “სარბიელელ” კოლეგებს ვთხოვე, მეც მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა-მეთქი. არა იმიტომ, რომ ინგლისის ნაკრების თავგადაკლული ფანი ვარ ან საერთოდ ფეხბურთზე მეკეტება ჭკუა, არამედ ანგლოსაქსური ჯიგრის პატივისცემის გამო. საბურთაო მსოფლიო სპორტი რომ არსებობს, ინგლისელთა ან ამათი განაყრის (აშშ, კანადა, ავსტრალია, ირლანდია) დამსახურებაა და ფეხბურთის ბაცილაც ხომ ინგლისელმა მატროსებმა მოსდეს მსოფლიოს. მერე მოწაფეებმა...

მეორე და სამართალი
ჩანაწერი

მეორე და სამართალი

ყველაფერს სიდნეიში ეპასუხა. 11 ივლისს, ბრისბენში, ცამეტკაცა რაგბის ელიტარული, “სთეით ოფ ორიჯინ”-სერიის ბოლო მატჩი გაიმართება, რომელსაც სპორტული ინტერესი ვეღარ ექნება: ახალი სამხრეთ უელსის ნაკრებმა 24 ივნისს სერიის მეორე მატჩიც მოუგო ქუინზლენდის ნაკრებს და წლის უდიდეს საცამეტკაცო მოვლენას გამარჯვების ბეჭედი დაასვა. გასაგებია, რომ ეს რაგბია, თამაში, სადაც ქულები ყველაფერი არ არის და თითოეულ გამარჯვებას ფასი ადევს,...

ცეკვა-თამაში მელბურნში
ჩანაწერი

ცეკვა-თამაში მელბურნში

მელბურნში ცამეტკაცას, იგივე რაგბილიგის მთავარი სერია დაიწყო, რომელიც თავის პოპულარობით ჯიბეში ჩაისვამს რაგბის აღნიშნული სახეობის საკლუბო პირველობებს და თვით მსოფლიო თასსაც კი, რომელიც შარშან, წლის ბოლოს, უკვე მერამდენედ, ავტრალიამ მოიგო. რაგბილიგის მთავარ სეირს “სთეით ოფ ორიჯინ” ეწოდება და ჩვენებურად “ფესვები” ან “შინ დაბრუნება” შეგვიძლია ვუწოდოთ (ქართული ტერმინის დაზუსტებაში მკითხველსაც შეუძლია წილი დაიდოს და ვარიანტები მოგვაწოდოს)....

ზიზუ წავიდა… ველით ზიზუს… დიდება ზიზუს!
ჩანაწერი

ზიზუ წავიდა… ველით ზიზუს… დიდება ზიზუს!

მდაბიო რომ გააზნაურდება, ორიდან ერთ გზაზე ივლის: ან ხელახლა მდაბიოდქცევის შიში გაჰყვება და ჟამიდან ჟამზე რაღაცეებს იკადრებს, რომ სოციალურ კიბეზე არ ჩამოგორდეს (უმრავლესთ ეხებათ), ან მთელ თავის განვლილ ცხოვრებას დააფასებს: დედას, მამას, დედმამიშვილებს, ფაველათა უკანა ეზოებს, სადაც მეზობლის ბიჭებთან ბურთს აგორებდა და იტყვის: ჩემია ეს ყველაფერი, ელიტაში კი გავერიე, მაგრამ ცხოვრებაში საკუთარი თამაშის გაგრძელებას ვაპირებ...