წყალბურთს პროგნოზები უხდება. ევროპის 2018 წლის პირველობის ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპი აუმღვრევლად ჩატარდა, მხოლოდ A-ჯგუფში დატრიალდა ინტრიგა, როცა გერმანიამ ევრო-2016-ის ბრინჯაოსმედალოსან უნგრეთს ფრე გამოჰგლიჯა ხელიდან და ამით დაამტკიცა, რომ საქართველოს ნაკრებთან მისი გამარჯვებაც შემთხვევითი როდი იყო. ჩვენებმა კი მოლოდინისამებრ დათმეს თამაში იტალიის ნაკრებთან (3:14) ისე, რომ ვერცერთ ტაიმში სერიოზული ვერაფერი აჩვენეს.

ჯგუფში ბოლო ადგილის დაკავებით ქართველები მე-13-16 ადგილების მაძიებელთა რიგში მოხვდნენ და ნახევარფინალურ თამაშს ბარსელონაში უიღბლოდ მოხვედრილ თურქეთთან გამართავენ. ჩვენს მეზობლებს უკიდურესად გაუფუჭდათ ხასიათი სამივე ჯგუფური მატჩის წაგებით, სულ 8 გოლის გატანით და 9-ჯერ მეტის გაშვებით, ამიტომ ქართველებთან სათამაშოდ, სავარაუდოდ, მოტივირებულნი გავლენ, თუმცა წერილის თავშიც აღვნიშნეთ, რომ წყალბურთში პროგნოზი ეფექტურია და ჩვენების გამარჯვება უდავო გვგონია. ჩამორჩენილთა მეორე ნახევარფინალში მალტა და სლოვაკეთი ითამაშებენ.
ჯგუფთა პირველადგილოსნებმა (მსოფლიოს ჩემპიონი სერბეთი, ხორვატია, ესპანეთი, იტალია) პირდაპირ მიიღეს მეოთხედფინალში თამაშის უფლება, ხოლო პლეი-ოფი მეორე და მესამეადგილოსნებისთვის კვირადღეს არის დანიშნული შემდეგი განრიგით: უნგრეთი – ჰოლანდია, მონტენეგრო – რუმინეთი, გერმანია – საბერძნეთი, საფრანგეთი – რუსეთი.
დასკვნითი სატურნირო მდგომარეობა
ჯგუფი A
[table id=13 /]
ჯგუფი B
[table id=14 /]
ჯგუფი C
[table id=15 /]
ჯგუფი D
[table id=16 /]
ავტორის პროფილი
-
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი...
დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია
უახლესი პოსტები
დავთარი05/08/2021 | 11:49დევკაცი
დავთარი22/12/2020 | 18:27ყოჩი დიდი გულით
დავთარი19/12/2020 | 22:24სიმძიმე? რამდენიც გინდა!
დავთარი12/11/2020 | 00:55ბაცი ფერის ამბავი
