44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მერვე ტურში საქართველოს ორივე ნაკრებმა მოიგო.
ქალთა ნაკრები სომხეთს მოუგო – 3.5:0.5. საკუთარი პარტიები მოიგეს ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა, ხოლო სალომე მელია მეტოქეს დაუზავდა.
რვა ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებს 14 ქულა აქვს და მხოლოდ ინდოეთს (15) ჩამორჩება.
ინდოელები წუხელ უკრაინას დაუზავდნენ – 2:2. უკრაინას, პოლონეთის, ბულგარეთს, ყაზახეთსა და მონღოლეთს 13-13 ქულა აქვთ. მეცხრე ტურში ჩვენები უკრაინას ეთამაშებიან.
ვაჟთა ნაკრებმა კი ვენესუელას მშრალი ანგარიშით მოუგო – 4:0. ჩვენებიდან მიხეილ მჭედლიშვილმა, ლუკა პაიჭაძემ, ლევან ფანცულაიამ და თამაზ გელაშვილმა იმარჯვეს. 8 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 10 ქულით 34-ე ადგილზეა, მეცხრე ტურში კი, ფილიპინებს ეთამაშება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 16:38მამუს საუკეთესო მატჩი
სიახლეები09/11/2026 | 20:30რამაზ სვანაძე – ახალი გუნდის ფორმირება იწყება
სიახლეები06/11/2026 | 14:34აპოლომ აპოლონს მოუგო
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
