საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ სიტჟესში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს 2021 წლის გუნდური ჩემპიონატზე ნახევარფინალში მოულოდნელად წააგო რეიტინგით უფრო დაბლა მდგომ ინდოეთთან და ოქროს მედლებისთვის ბრძოლას გამოეთშა. სერიის პირველი მატჩი ყაიმით დასრულდა – 2:2. ნანა ძაგნიძე-ჰარიკა დრონოვალი და ნინო ბაციაშვილი-რუ ვაიშალი ყაიმზე შეთანხმდნენ, ლელა ჯავახიშვილმა მოუგო ბახტი კულკარნს კი მოუგო, მაგრამ სალომე მელიამ წააგო...
ჭდე: ნანა ძაგნიძე
ქალებმა მედალზე გაიწიეს
ესპანეთის ქალაქ სიტჟესში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს 2021 წლის გუნდური ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა. სერიის პირველი მატჩი ჩვენმა ნაკრებმა 3.5:1.5 მოიგო: ნანა ძაგნიძემ და მერი არაბიძემ თეთრებით გუნაი მამაზადა და ულვია ფატალიევა დაამარცხეს, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა შავებით ტურკან მამადიაროვას მოუგო. ასევე შავებით, ნინო ბაციაშვილი გულნარა მამადოვას დაუზავდა. სერიის მეორე მატჩი ფრედ, 2:2 დაასრულდა: ნანა...
ქართული ელვა
ნანა ძაგნიძე ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონია. ქართველმა მოჭადრაკემ 21 შესაძლებლიდან 16,5 ქულა დააგროვა, მეორეადგილოსან ვალენტინა გუნინას ნახევარი ქულით გაუსწრო და არაბულ მიწაზე ქართული ჰიმნიც ააგუგუნა. პირველი დღის შემდეგ ძაგნიძე ერთი ქულით ჩამორჩებოდა თავის დროზე ჯერ კიდევ ქართველ საბჭოთა მსოფლიო ჩემპიონებთან და დიდოსტატებთან ღირსეულად მოპაექრე შვედ პია კრამლინგს, მაგრამ დასკვნით დღეს კი შეუჩერებელი გახდა, მე-15 ტურიდან...


