ძაგნიძის იმედად…

Home კატეგორიის გარეშე ძაგნიძის იმედად…
ძაგნიძის იმედად…

ბათუმში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიო თასზე მერვედფინალური ეტაპი გაიმართა. დარჩენილი ორი ქართველიდან შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ნანა ძაგნიძე გავიდა, ლელა ჯავახიშვილი კი ტურნირს გამოეთიშა.

ძაგნიძემ უკრაინელ მარია მუზიჩუკთან პირველი პარტია შავებით ყაიმით დაასრულა, ხოლო თეთრი ფიგურებით დაამარცხა და მეოთხედფინალში ინდოელ ჰარიკა დრონოვალს შეხვდება.

ჯავახიშვილმა კი ჩინელ სონ იუქსინთან პირველი პარტია შავებით წააგო, მეორეში კი საქმე ვერ გამოასწორა, ყაიმს დასჯერდა.

ნანა ძაგნიძე - მომენატრა ჭადრაკი და მიხარია, ევროპის საკლუბო ჩემპიონი რომ  გავხდი - 1TV

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...