სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა „როლან გაროსსზე“ მონაწილეობა რაფა ნადალთან თამაშის შემდეგ დაამთავრა. ესპანელს კი აქვს შანსი ჯოკოვიჩს „დიდი მუზარადის“ ტურნირებზე ორი ტიტულით გაასწროს. თუმცა, ჯერ იქამდე დროა…
დავუბრუნდეთ მეოთხედფინალს, სადაც ნადალმა მეტოქეს ოთხ საათსა და 16 წუთში 6:2; 4:6; 6:2; 7:6 მოუგო. ანგარიშიდანაც ხედავთ, რომ ნადალმა პირველი და მესამე სეტი მარტივად მოიგო (6:2).
სოლიდურად იგებდა მეორე სეტშიც – 3:0 დაწინაურდა და ჩაწოდებაზე იდგა, თუმც ჯოკოვიჩმა თამაში შემოატრიალა და ინტრიგა დატოვა. ჯოკოვიჩს იგივეს გაკეთება მეოთხე სეტშიც შეეძლო – 3:0, 4:1, 5:2… რაფამ ბრეიკი მაშინ გაახერხა, როდესაც ჯოკოვიჩი სეტზე აწვდიდა. ტაი ბრეიკზე კი, ესპანელი 6:1 დაწინაურდა. მატჩის გადარჩენა უკვე ურთლესი იყო და ნადალმაც ტიტულისკენ მოგი ნაბიჯი გადადგა. ჯოკოვიჩმა კი ნამატჩევს დაიწუწუნა…
„მაყურებლის 99 % რაფას გულშემატკივრობდა. კრიტიკულ მომენტში ამან რაფას ძალები დაუბრუნა,“ – თქვა ნოლემ.
ნადალის მეტოქე ნახევარფინალში ალექსანდერ ზვერევი იქნება, რომელმაც ახალგაზრდა ვარსკვლავი კარლოს ალკარასი ასევე ოთხ სეტში დაამარცხა – 6:4; 6:4; 4:6; 7:6.
ნახევარფინალისტების პირველი წყვილი ქალთა შორისაც გამოვლინდა: იტალიელმა მარტინა ტრევიზანმა 19 წლის კანადელი ლეილა ფერნანდესი 6:2; 6:7; 6:3 დაამარცხა, ხოლო ამერიკელმა კორი გაუფმა თანამემამულე სლოენ სტეფენსი – 6:2; 7:5.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
