კახი ასანიძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. ოლიმპიური ჩემპიონისა და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის შვილმა, ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორჭიდის ჯამში 326 კილოგრამი დასძლია და მხოლოდ თურქ მოჰამედ ოზბეკს ჩამორჩა.
თურქმა სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში 339 კილოგრამი დააფიქსირა. მესამე ადგილზე პოლონელი პიოტ კუდლაჩიკი გავიდა – 324 კილოგრამი.
ასანიძემ მედლები ატაცშიც და აკვრაშიც აიღო. ატაცში 150 კილოგრამი ასწია და B ჯგუფში ალბანელ ერკანდ ქემირაის მხოლოდ იმიტომ ჩამორჩა, რომ მეტოქემ წონა უფრო ადრე დააფიქსირა. შედეგად, მცირე ოქროც მას ერგო, ხოლო ოზბეკს (149) – ბრინჯაო.
სამაგიეროდ, ოზბეკმა ოქროს მედალი აკვრაში მოიგო – 190 კილოგრამი ასწია და დიდი უპირატესობით აჯობა ამ დისციპლინაში მეორე ადგილზე გასულ კუდლაჩიკსა (181) და ასანიძეს (176), რომელსაც მცირე ბრინჯაოს მედალიც ერგო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
