ჭდე: რაფა ნადალი

Home რაფა ნადალი
ჯოკოვიჩი რეკორდს უმიზნებს
ჩანაწერი

ჯოკოვიჩი რეკორდს უმიზნებს

ნოვაკ ჯოკოვიჩმა „როლან გაროსის“ ნახევარფინალში კარლოს ალკარასი ოთხ სეტში, 6:3, 5:7, 6:1, 6:1 დაამარცხა და 34-ედ გავიდა დიდი მუზარადის ფინალში. ეს რეკორდია! მატჩი ორ ნაწილად უნდა დავყოთ – ალკარასის ტრავმამდე და ტრავმის შემდეგ: ორი სეტი თანაბარი იყო. პირველი სერბმა ჩოგბურთელმა ერთი ბრეიკის ხარჯზე მოიგო. ჯოკოვიჩმა ბრეიკი მეორე სეტშიც გაახერხა, მაგრამ თავად ორი გასცა და სეტებში...

ნოლე რეკორდისკენ ტკივილით მიიწევს
ჩანაწერი

ნოლე რეკორდისკენ ტკივილით მიიწევს

ავსტრალიის ღია პირველობას რაფა ნადალი რომ გამოეთიშა, „დიდი მუზარადის“ ტურნირების 21-გზის გამარჯვებულ ნოვაკ ჯოკოვიჩს შანსი აქვს ესპანელ ჩოგბურთელს ტიტულებით დაეწიოს. ამისაკენ სერბი ტრავმირებულიც წარმატებით მიიწევს. 35 წლის ნოლემ მესამე წრეში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი სამ სეტში კი დაამარცხა, მაგრამ ორჯერ კორტზე ექიმების გამოძახება მოუხდა. მატჩი სამ საათს გაგრძელდა. ყველაზე ხანგრძლივი პირველი სეტი გამოდგა – ნოლემ საათსა...

როჯერი ურეიტინგოა
ჩანაწერი

როჯერი ურეიტინგოა

ATP რეიტინგში 1997 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ჩოგბურთის შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი მის მიღმა დარჩა. საქმე ის არის, რომ „მხიარულ როჯერს“ შარშანდელი უიმბლდონის შემდეგ არ უთამაშია და რეიტინგიდან ავტომატურად ამოვარდა. ფედერერი რეიტინგში პირველად 1997 წლის სექტემბერში, 16 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა 803-ე ჩოგანი იყო. თუმცა, ფედერერი დანებებას არ აპირებს და იმედოვნებს, რომ გამოჯანმრთელებას ოქტომბრამდე...

ნოლე, ნოლე, ნოლე… შვიდჯერ ნოლე !
ჩანაწერი

ნოლე, ნოლე, ნოლე… შვიდჯერ ნოლე !

ნოვაკ ჯოკოვიჩის 21-ე დიდი სლემის ტურნირი… მეტი მხოლოდ რაფა ნადალს აქვს – 22… სერბმა ჩოგბურთელმა უიმბლდონი კარიერაში მეშვიდედ მოიგო, აქიდან ზედიზედ მეოთხედ… მეტი მხოლოდ დიდ როჯერს აქვს – 8. თავის მორიგ ტიტულს ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიელი ნიკ კირგიოსის ძლევით დაეუფლა. ნოლემ მეტოქე ოთხ სეტში – 4:6, 6:3, 6:4, 7:6 დაამარცხა. ავსტრალიელის ყუმბარისებურ ჩაწოდებებს ჯოკოვიჩმა პირველ სეტში...

ნადალმა ნახევარფინალამდე იწვალა
ჩანაწერი

ნადალმა ნახევარფინალამდე იწვალა

უიმბლდონის მეოთხედფინალური წყვილების მეორე სათამაშო დღის ყველაზე დაძაბული მატჩი ამერიკელი ტეილორ ფრიცისა და ესპანელი რაფა ნადალის გამოდგა. გამარჯვებული მეხუთე სეტში გამოვლინდა. მანამდე ორივე ჩოგბურთელმა სეტები ერთნაირი ანგარიშით მოიგო: ფრიცმა ორივე 6:3, ნადალმა ორივე – 7:5. გადამწყვეტ სეტში საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა. არადა, ნადალს მანამდე შეეძლო საქმის მოთავება, როდესაც მეშვიდე გეიმში ფრიცს ჩაწოდება აართვა, მაგრამ მერვეშივე...

ფინალის მეოთხედფინალი
ჩანაწერი

ფინალის მეოთხედფინალი

სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა „როლან გაროსსზე“ მონაწილეობა რაფა ნადალთან თამაშის შემდეგ დაამთავრა. ესპანელს კი აქვს შანსი ჯოკოვიჩს „დიდი მუზარადის“ ტურნირებზე ორი ტიტულით გაასწროს. თუმცა, ჯერ იქამდე დროა… დავუბრუნდეთ მეოთხედფინალს, სადაც ნადალმა მეტოქეს ოთხ საათსა და 16 წუთში 6:2; 4:6; 6:2; 7:6 მოუგო. ანგარიშიდანაც ხედავთ, რომ ნადალმა პირველი და მესამე სეტი მარტივად მოიგო (6:2). სოლიდურად იგებდა მეორე...

უსენსაციოდ
ჩანაწერი

უსენსაციოდ

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი „როლან გაროსი“, დასკვნით ფაზაში შედის. უკვე გამოვლინდა ოთხი მეოთხედფინალისტი. აქამდე ყველაფერი ლოგიკურად მიდიოდა და ძალიან მაგარი მეორე ნაწილი გველის. კვირას სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მარტივად, 6:1; 6:3; 6:3 დაამარცხა არგენტინელი დიეგო შვარცმანი და მეოთხედფინალში რაფა ნადალს შეხვდება. თავის მხრივ ესპანელმა მძიმე ბრძოლა გადაიტანა კანადელ ოჟე-ალიასიმთან და ხუთ სეტში მოიგო – 3:6;...

ალკარასს ვეღარ აჩერებენ
ჩანაწერი

ალკარასს ვეღარ აჩერებენ

მსოფლიოს ახალი საჩოგბურთო ვარსკვლავი ჰყავს – კარლოს ალკასარი. 19 წლის ესპანელი უკვე ტურნირს ტურნირზე იგებს. ბარსელონას შემდეგ პირინეელმა მადრიდშიც იმარჯვა. თანაც ისე, რომ ტურნირზე ერთდროულად რაფა ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო. ეს ფინალამდე, სატიტულო ბრძოლაში კი, გერმანელ ალექსანდრ ზვერევი 1 საათში დამარცხა – 6:3; 6:1. ანგარიშიდანაც ცხადია, რომ ფინალში ბრძოლა არ შედგა და ალკარასმა იოლად...

ნოვაკ აუცრელი
ჩანაწერი

ნოვაკ აუცრელი

ნოვაკ ჯოკოვიჩი ჯიუტად აცხადებს, რომ აცრას არ გაიკეთებს, თუნდაც ამ ფაქტმა მის კარიერაზე იმოქმედოს. ნოლე გაიძახის ვაქცინაციის წინააღმდეგი არ ვარო. მაგალითად კი, ბავშვობაში გაკეთებული აცრები მოჰყავს, მაგრამ თავისუფლებას „აწვება“. „ანტივაქსერი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის ვიყავი თავისუფლების მომხრე და ვეხმარებოდი ყველას, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა. ადამიანს თვითონ უნდა შეეძლოს იმის გადაწყვეტა, რას მისცემს საკუთარ სხეულს“, – ამბობს...

რაფა 21
ჩანაწერი

რაფა 21

რაფაელ ნადალმა ისარგებლა ავსტრალიაში უშუალო კონკურენტების არყოფნით და მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა Australian Open-ის ფინალში რუსი დანილ მედვედევი 2:6; 6:7; 6:4; 6:4; 7:5 დაამარცხა და კარიერაში „დიდი მუზარადის“ 21-ტურნირი მოიგო. ნადალს ავსტრალიაში როჯერ ფედერერი რომ ვერ შეეცილებოდა, მანამდეც ცნობილი იყო, ხოლო არავაქცინირებული ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს. აქამდე, სამივეს, „გრანდ სლემის“ 20-20 ტიტული...