ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი „როლან გაროსი“, დასკვნით ფაზაში შედის. უკვე გამოვლინდა ოთხი მეოთხედფინალისტი. აქამდე ყველაფერი ლოგიკურად მიდიოდა და ძალიან მაგარი მეორე ნაწილი გველის.
კვირას სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მარტივად, 6:1; 6:3; 6:3 დაამარცხა არგენტინელი დიეგო შვარცმანი და მეოთხედფინალში რაფა ნადალს შეხვდება. თავის მხრივ ესპანელმა მძიმე ბრძოლა გადაიტანა კანადელ ოჟე-ალიასიმთან და ხუთ სეტში მოიგო – 3:6; 6:3; 6:2; 2:6; 6:3.
მაგარი წყვილი მივიღეთ მეორე მეოთხედფინალშიც – ზვერევი-ალკარასი. გერმანელმა სამ სეტში, მაგრამ არცთუ მარტივად მოუგო ესპანელ ზაპატა მირალეს – 7:6; 7:5; 6:3.
ალკარასმა შედარებით იოლად მოიგო. 19 წლის მომავალმა ვარსკვლავმა 6:1; 6:4; 6:4 მიჩოგნა რუსი კარენ ხაჩანოვი. ბადის მეორე მხარეს დარჩენილი მერვედფინალები 30 მაისს გაიმართება. ერთმანეთს ეთამაშებიან: რუდი-ჰურკაჩი; რუნე-ციციპასი; რუბლიოვი-სინერი; ჩილიჩი-მედვედევი;
მეოთხედფინალში ვიხილავთ ამომავალ ვარკსვკლავს ქალთა შორის 18 წლის ლეილა ანიე ფერნანდესსაც, რომელმაც 6:3; 4:6; 6:4 ამერიკელ ამანდა ანისიმოვას მოუგო. ფერნანდესის მეტოქე იტალიელი მარტინა ტრევიზანი იქნება, ვინაც თავის მხრივ ბელარუს ალექსანდრა სასნოვიჩს 7:6; 7:5 მოუგო.
მეორე მეოთხედფინალურ წყვილში ამერიკელები, კორი გაუფი და სლოან სტივენსი ითამაშებენ. ორივემ იოლად მოიგო: გაუფმა 6:4; 6:0 მოუგო ბელგიელ ელის მერტენსს, ხოლო სტივენსმა 6:2; 6:0 შვეიცარიელ ბელენ ტიეჩმანს მოუგო; ბადის მეორე მხარეს მერვედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: კასატკინა-ჯორჯი; კუდერმეტოვა-კეისი; პეგულა-ბეგუ; შვიატეკი-ჟენგი;
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
