ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი „როლან გაროსი“, დასკვნით ფაზაში შედის. უკვე გამოვლინდა ოთხი მეოთხედფინალისტი. აქამდე ყველაფერი ლოგიკურად მიდიოდა და ძალიან მაგარი მეორე ნაწილი გველის. კვირას სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მარტივად, 6:1; 6:3; 6:3 დაამარცხა არგენტინელი დიეგო შვარცმანი და მეოთხედფინალში რაფა ნადალს შეხვდება. თავის მხრივ ესპანელმა მძიმე ბრძოლა გადაიტანა კანადელ ოჟე-ალიასიმთან და ხუთ სეტში მოიგო – 3:6;...
ჭდე: დიეგო შვარცმანი
მეკვლე მეტრეველი იქნება
ახალ წელს ქართული სპორტის მეკვლე ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი იქნება, რომელიც 1 იანვარს სათამაშოდ ფედერეკო დელბონისთან გავა. ეს იქნება ATP Cup-ის D ჯგუფის პირველი მატჩი საქართველოსა და არგენტინის ნაკრებებს შორის. მოგვიანებით კორტი საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების ლიდერებს, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და დიეგო შვარცმანს დაეთმობათ, შემდეგ კი წყვილთა მატჩის მონაწილეებიც გაირკვევა. ATP Cup-ზე საქართველოს ნაკრები 3 იანვარს პოლონეთს...
შემაჯამებელი შვარცმანმა შეკრა
15-22 ნოემბერს, ლონდონში, წლის შემაჯამებელი საჩოგბურთო ტურნირი გაიმართება, სადაც ყოველთვის ის საუკეთესო 8 სპორტსმენი მონაწილეობს, რომლებიც ATP-ს რეიტინგის სათავეში არიან, თუმც გადანაცვლებაც ხდება – წლეულს, მაგალითად, ლონდონში არ ითამაშებს ლეგენდარული როჯერ ფედერერი. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელი სუპერვარსკვლავი 2020 წლის 7 თებერვლის მერე აღარ გასულა კორტზე – 39 წლის ვეტერანი ტურნირებზე გამოსვლისგან თავს კორონავირუსის პანდემიის გამო იკავებს....
კვალიფიკაციიდან ნახევარფინალში
მსოფლიოს 131-ე ჩოგანი ნადია პოდოროსკა პირველია, ვინც Open Era-ში (1968 წლიდან დღემდე) „როლან გაროსის“ ნახევარფინალში გასვლა კვალიფიკაციიდან მოახერხა. 23 წლის უკრაინული წარმოშობის არგენტინელმა აშკარა ფავორიტად მიჩნეული „თანამემამულე“ უკრაინელი ელინა სვიტოლინა ორ სეტში, 6:2, 6:4 დაამარცხა. პოდოროსკა ნახევარფინალში ტურნირის კიდევ ერთ აღმოჩენას 19 წლის პოლონელ იგა შვიატეკს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში იტალიელი მარტინა ტრევიზანი 6:3, 6:1 დაამარცხა....
ჯოკოვიჩი პირველობით მეორეა
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ს რეიტინგის სიის სათავეში უკვე 287 კვირაა იმყოფება. ამ მონაცემებით სერბმა ამერიკელ პიტ სამპრასს გადაასწრო, რომელმაც რეიტინგის სიის თავში ყოფნა „მხოლოდ“ 286 კვირა შესძლო. შედეგად, „ნოლემ“ მეორე ადგილზე გადავიდა რეიტინგის თავში ყოფნით. პირველი როჯერ ფედერერია, რომელიც 310 კვირის მანძილზე არავის უთმობდა პირველობას. TOP 5-ში ასევე შედიან ჩეხი ივან ლენდლი...
ნადალი რომიდან წავიდა
რომის „მასტერსზე“ სენსაციური მარცხი განიცადა ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა, გრუნტის „მეფედ“ შერაცხულმა რაფაელ ნადალმა. ესპანელი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში არგენტინელ დიეგო შვარცმანს დაუპირისპირდა და 2:6, 5:7 წააგო. არადა, აქამდე ერთმანეთს ცხრაჯერ შეხვედროდნენ და ყველა მატჩი რაფას გამარჯვებით დასრულებულიყო. ფინალში გასასვლელად შვარცმანი კანადელ დენის შაპოვალოვთან იბრძოლებს, რომელმაც ბულგარელი გრიგორი დიმიტროვი სამ სეტში – 6:2, 3:6, 6:2 დაამარცხა. რომის „მასტერსი“...
სოფიაში რომ წააგეო…
საჩოგბურთო სეზონი თვეზე მეტია დასრულდა და ვიდრე სპორტსმენები 2020 წლისთვის და მორიგი ბატალიებისთვის ემზადებიან, სამეფო სპორტში მორიგი სკანდალი აგორდა, რომელიც ჩაწყობილ მატჩებს უკავშირდება. სომხურ მაფიის მიერ შემუშავებულ კრიმინალურ სქემაზე, რომელშიც 135 მოთამაშე მონაწილეობდა ინფორმაცია სხვადასხვა პოპულარულმა უცხოურმა სააგენტოებმა ელვის სისწრაფით გაავრცელეს, ჩვენთვის საყურადღებო და ამავდროულად გულდასაწყვეტი კი ამ ამბავში ის იყო, რომ ერთერთ ეჭვმიტანილად ნიკოლოზ...






