რომის „მასტერსზე“ სენსაციური მარცხი განიცადა ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა, გრუნტის „მეფედ“ შერაცხულმა რაფაელ ნადალმა. ესპანელი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში არგენტინელ დიეგო შვარცმანს დაუპირისპირდა და 2:6, 5:7 წააგო.
არადა, აქამდე ერთმანეთს ცხრაჯერ შეხვედროდნენ და ყველა მატჩი რაფას გამარჯვებით დასრულებულიყო.
ფინალში გასასვლელად შვარცმანი კანადელ დენის შაპოვალოვთან იბრძოლებს, რომელმაც ბულგარელი გრიგორი დიმიტროვი სამ სეტში – 6:2, 3:6, 6:2 დაამარცხა.
რომის „მასტერსი“ ზეგ დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 3.8 მილიონი ევროა. როგორც გითხარით, მისი შარშანდელი გამარჯვებული ნადალია, ვინაც ფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო. თავის მხრივ დღეს საღამოს მსოფლიოს რეიტინგის პირველი ჩოგანი მეორე ნახევარფინალში ნორვეგიელ კასპერ რუდს შეხვდება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
