რომის „მასტერსზე“ სენსაციური მარცხი განიცადა ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა, გრუნტის „მეფედ“ შერაცხულმა რაფაელ ნადალმა. ესპანელი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში არგენტინელ დიეგო შვარცმანს დაუპირისპირდა და 2:6, 5:7 წააგო. არადა, აქამდე ერთმანეთს ცხრაჯერ შეხვედროდნენ და ყველა მატჩი რაფას გამარჯვებით დასრულებულიყო. ფინალში გასასვლელად შვარცმანი კანადელ დენის შაპოვალოვთან იბრძოლებს, რომელმაც ბულგარელი გრიგორი დიმიტროვი სამ სეტში – 6:2, 3:6, 6:2 დაამარცხა. რომის „მასტერსი“...
