ფრანგული სპორტული გაზეთის „ეკიპის” აზრით, 28 მაისს, პარიზში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყველაზე ცუდად თავი გერმანელებმა, ტონი კროოსმა და იურგენ კლოპმა წარმოაჩინეს.
კროოსი გამარჯვებული „რეალის” ნახევარმცველია, კლოპი კი დამარცხებული „ლივერპულის” მწვრთნელი.
„ეკიპმა” ფინალის მონაწილეები ათქულიანი სისტემით შეაფასა.
ფეხბურთელთაგან ყველაზე ცუდი ნიშანი, სამიანი, ხსენებულმა კროოსმა და ლივერპულელმა ლუის დიასმა მიიღეს.
„კროოსი ამ შეხვედრაში „რეალის” დიდი იმედგაცრუება იყო”, — დაწერა გაზეთმა მადრიდელთა ვეტერანის შესახებ.
იყო კიდევ ერთი მონაწილე, რომელსაც „ეკიპმა” სამიანი აკადრა და ეს იურგენ კლოპი გახლდათ. ფრანგულმა გაზეთმა გერმანელ მწვრთნელს ტიაგო ალკანტარას თამაში დიდ შეცდომად ჩაუთვალა.
„ეკიპის” აზრით, ვინაიდან ტიაგო ალკანტარას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, კლოპს ის მოედანზე საერთოდ არ უნდა გაეშვა.
გარდა ამისა, გაზეთის აზრით კლოპის ცვლილებებმა შეხვედრის მსვლელობაში ვერაფერი შეცვალეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
