ჭდე: ჩემპიონთა ლიგის ფინალი

Home ჩემპიონთა ლიგის ფინალი
ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
ჩანაწერი

ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს

ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენცია გამართა. გთავაზობთ ამონარიდებს: – პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაში საუკეთესო თავდასხმა ჰყავს, „არსენალს“ კი საუკეთესო დაცვა. ფინალში ამ ორი ფილოსოფიის დაპირისპირება იქნება? – ჩვენი ფილოსოფია მსგავსია, მაგრამ სხვადასხვა გზაზე ვდგავართ. „არსენალსაც“ ბევრი გოლი გააქვს და ჩვენც კარგად ვიცავთ თავს. – „არსენალის“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა...

2027 წელს მეტროპოლიტანოზე
ჩანაწერი

2027 წელს მეტროპოლიტანოზე

უეფას გადაწყვეტილებით 2027 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში, „ესტადიო მეტროპოლიტანოზე’’ გაიმართება. თავდაპირველი დადგენილების მიხედვით შეხვედრა მილანში, „სან სიროზე’’ უნდა გამართულიყო, მაგრამ ვინაიდან ბოლო დროს მილანური სარბიელის რეაბილიტაციაზე აქტიურად ლაპარაკობენ, ფინალმა ესპანეთის დედაქალაქში გადაინაცვლა. 70 ათასიანი „მეტროპოლიტანოსთვის’’ (ძველი სახელწოდებები „ვანდა მეტროპოლიტანო’’ და „სიბიტას მეტროპოლიტანო’’, ახლანდელი — „რიად ეარ მეტროპოლიტანო’’) ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ახალი ხილი არ...

დესიმო6ტას დაანონსება
ჩანაწერი

დესიმო6ტას დაანონსება

„რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მოგება ცხოვრების წესად აქცია. წელიწადი წელიწადს მისდევს, რეკორდი რეკორდს ემატება. დესიმოკინტა (მეთხუთმეტე) კუთხურიდან გატანილმა გოლმა მოიტანა, როდესაც დაბალმა ფეხბურთელმა თავით მაღალს აჯობა. „დორტმუნდის” მწვრთნელს ახლაც უკვირს, რანაირად ახტა კარვახალი მასზე 20 სანტიმეტრით მაღალ ფულკრუგზე მაღლა, მაგრამ „რეალი” ჩემპიონთა თასისთვის იბრძოდა და ამ დროს მოულოდნელი რაღაცები ხდება. ჩემპიონთა ლიგა „დორტმუნდის” მიმართ სასტიკი, „მადრიდის”...

მატჩის გმირი ბილწსიტყვაობდა
ჩანაწერი

მატჩის გმირი ბილწსიტყვაობდა

„მანჩესტერ სიტის” გმირმა როდრიმ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს” გოლი გაუტანა (შეხვედრა დასრულდა 1:0) მატჩის შემდეგ ტელეკამერების წინ ორჯერ შეიგინა. ესპანელი ნახევარმცველი, რომლის სრული სახელია როდრიგო ერნანდეს კასკანტე მიუხედავად იმისა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თავისი თამაშით უკმაყოფილო დარჩა. 26 წლის მადრიდელმა თანაგუნდელები შეაქო. მან BT Sport-ის კამერების წინ თქვა: „ყველამ წარმოუდგენლად მოინდომა. მე პირველ...

სამოსანი გერმანელები
ჩანაწერი

სამოსანი გერმანელები

ფრანგული სპორტული გაზეთის „ეკიპის” აზრით, 28 მაისს, პარიზში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყველაზე ცუდად თავი გერმანელებმა, ტონი კროოსმა და იურგენ კლოპმა წარმოაჩინეს. კროოსი გამარჯვებული „რეალის” ნახევარმცველია, კლოპი კი დამარცხებული „ლივერპულის” მწვრთნელი. „ეკიპმა” ფინალის მონაწილეები ათქულიანი სისტემით შეაფასა. ფეხბურთელთაგან ყველაზე ცუდი ნიშანი, სამიანი, ხსენებულმა კროოსმა და ლივერპულელმა ლუის დიასმა მიიღეს. „კროოსი ამ შეხვედრაში „რეალის” დიდი იმედგაცრუება...

ძმასთან დიდი ბოდიში, მაგრამ…
ჩანაწერი

ძმასთან დიდი ბოდიში, მაგრამ…

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, მატჩის მონაწილეებმა კომენტარები თქვეს. პარიზში, „სტად დე ფრანსზე” „რეალმა” „ლივერპულს” 1:0 მოუგო. ტრენტ ალექსადერ-არნოლდი („ლივერპულის” ფეხბურთელი). „აი, რა ხდება წაგებული ფინალის შემდეგ: გასახდელში სრული დუმილია. ყველა დათრგუნულია. ჩვენი წილი შანსები გვქონდა, მაგრამ მეკარის დაუჯერებელ თამაშს გადავაწყდით. გულწრფელად გეტყვით, ვფიქრობ, რომ უკეთესად უნდა გვეთამაშა. მეორე ტაიმი კარგად ვერ დავიწყეთ და კონტროლი მათ...

კროოსს ზეიმი ჩაუმწარეს
ჩანაწერი

კროოსს ზეიმი ჩაუმწარეს

„რეალმა” მეთოთხმეტედ მოიგო ჩემპიონთა თასი, 32 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა — მეხუთედ! მატჩის შემდეგ, ბედნიერ თანამემამულესთან ZDF-ის ჟურნალისტი მივიდა და ჰკითხა, გასაკვირი ხომ არ იყო ის, რომ  მთელი შეხვედრის განმავლობაში ინიციატივას „ლივერპული” ფლობდა, თასი კი „რეალმა” მოიგო. — კითხვის მოსამზადებლად მთელი 90 წუთი გქონდათ და ამ მძ…ზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეთ? — უპასუხა განაწყენებულმა ვარსკვლავმა...

ითვლება ის, რომელიც კარში გადის!
ჩანაწერი

ითვლება ის, რომელიც კარში გადის!

„რეალმა” მეოთოთხმეტედ მოიგო ჩემპიონთა თასი, იგივე ლიგა. ფინალში, პარიზში მან „ლივერპული” დაამარცხა 1:0. გოლი ვინისიუს ჟუნიორმა 59-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრა გამოვიდა მაღალი დონის, სანახაობრივი. ორივე გუნდმა შესანიშნავი, ოღონდ განსხვავებული ფეხბურთი ითამაშა. „ლივერპული” მოქმედება სწრაფად, ეფექტურად, უტევდა, კარში არტყამდა; „რეალი” იყო არნახულად მობილიზებული, პასებში ზუსტი, ჰქონდა საოცრად მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი და… ჰყავდა ტიბო კურტუა. ხშირად,...

ანჩელოტი: ფეხბურთში ყოველთვის არის რაღაც, რასაც ვერ აკონტროლებ
ჩანაწერი

ანჩელოტი: ფეხბურთში ყოველთვის არის რაღაც, რასაც ვერ აკონტროლებ

გთავაზობთ „სტად დე ფრანსზე” გამართულ კითხვა-პასუხს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის („რეალი” – „ლივერპული”) წინ ჟურნალისტებს მადრიდელთა მწვრთნელი, იტალიელი კარლო ანჩელოტი შეხვდა. როგორ აფასებთ ბენზემას ევოლუციას? დღეს ქარიმი როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა გამოკვეთილი ლიდერია, თუმცა ამას მის მოკრძალებასა და სხვა თვისებებზე არ უმოქმედია. „ლივერპული” გასულ კვირასაც ბრძოლაში იყო ჩართული, თქვენ კი თითქმის ერთი თვეა ამ შეხვედრისთვის...

კლოპი: სულ ბაიერნი წამოყოფს ხოლმე თავს
ჩანაწერი

კლოპი: სულ ბაიერნი წამოყოფს ხოლმე თავს

დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. „ლივერპული” „რეალს” ხვდება. შეხვედრის წინ, მერსისაიდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ სადიო მანეს შეუძლია გადამწყვეტი შეხვედრის გმირი გახდეს, თუმცა ვერ უარყო, რომ ეს თამაში მისთვის ამ კლუბში შეიძლება ბოლო იყოს. სენეგალელი თავდამსხმელი ჩინებულ ფორმაშია. მან მიმდინარე სეზონში, საკლუბო შეჯიბრებებში, 50 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა. 30 წლის მანეს შეძენა „ბაიერნს” უნდა. კლოპმა...