სადიო მანე უკმაყოფილოა, რომ აფრიკელ ფეხბურთელებს „ოქროს ბურთის” გამოკითხვაში სერიოზულ კანდიდატებად არ მიიჩნევენ. მას სურს გახდეს მეორე აფრიკელი, რომელიც „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში გაიმარჯვებს. პირველი, 1995 წელს, ლიბერიის დღევანდელი პრეზიდენტი ჯორჯ ვეა იყო. 2022 წელს მანეს საქმეები ისე მიდის, კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებს. მისი ლიდერობით სენეგალის ნაკრებმა აფრიკის ერთა თასი მოიპოვა. სენეგალელები მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატის...
ჭდე: ჩემპიონთა ლიგის ფინალი
ცოფიანი ძაღლები
ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფინალია. „რეალი” პარიზში ჩაფრინდა და… ჟურნალისტებს ჩაცმულობით კვენტინ ტარანტინოს „ცოფიანი ძააღლები” გაახსენა. სამოსზე ყურადღების ასეთი გამახვილება არ უნდა გაგვიკვირდეს. ევროპაში სეზონი დამთავრდა, მსოფლიოს ჩემპიონატი ნოემბრამდე არ არის, სატრანსფერო ბაზარში კი ჯერ „დახლებს აწყობენ”, ასე რომ თვალი აქეთ-იქით გარბის. ასე მაგალითად, თქვეს, რომ მარსელო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ფინალის მოლოდინშია, სიმპათიურად გამოიყურებოდა, ტონი...
ევროპა გალურჯდა! ანუ სად გადის ზღვარი სიგიჟესა და გენიოსობას შორის
თომას ტუხელმა გაიმარჯვა! ჩემპიონთა ლიგის ფინალში, პორტუს „ესტადიო დო დრაგაოზე”, გერმანელმა ერთ მუშტად შეკრული, კარგად დაბალანსებული გუნდი გაუშვა „მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ სათამაშოდ და 1:0 მოიგო. უნებლიედ გახსენდება მატჩის წინა დღეს „სიტის” თავკაცის, სახელოვანი პეპ გვარდიოლას სიტყვები, რომლებიც ბევრ ინგლისურ გაზეთსა თუ საიტს დიდი ასოებით, სათაურად ჰქონდა გამოტანილი: „მე ზუსტად ვიცი როგორ უნდა ვითამაშო!” არათუ თამაშის...
ფინალი შეიძლება ლისაბონში ჩატარდეს
„მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრებიან, მაგრამ, დიდი შანსია, რომ ეს „უემბლიზე” კი არა, პორტუგალიაში, მოხდება. თავიდან, ფინალის მასპინძლად სტამბოლი იყო დადგენილი, თუმცა თურქეთს covid 19-მა ახალი ძალით შეუტია და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს მოუვიდა იდეა, ორი ინგლისური გუნდის შეხვედრა ინგლისშივე ჩაეტარებინათ. აქ, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრიტანეთში მასობრივი ვაქცინაციის წყალობით,...
არადა, ჩეფერინი ჯონსონთან ვალშია
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა უეფას სთხოვა ფანების ინტერესებიდან გამომდინარე ჩემპიონთა ლიგის ფინალი მონაწილეების, „მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” სამშობლოში ჩაატაროს. შეხვედრა 29 მაისს სტამბოლშია დანიშნული, მაგრამ თურქეთი covid 19-ის წითელ ზონაშია და 29 მაისამდე ამ სამწუხარო ზონას თავს ვერ დააღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივრებს შინ დაბრუნების შემდეგ კოვიდსასტუმროებში მოუწევთ ათი დღის გატარება....
დიდი გერმანელი მეკარე
„ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგა მოიგო და თუკი ამ წარმატებაში ვინმეს ლომის წილი მიუძღვის, ეს მანუელ ნოიერია. 34 წლის გოლკიპერის საუცხოო თამაში შეუმჩნეველი რიგით გულშემატკივარს არ დარჩენია და ლეგენდარულ დანიელ მეკარეს პიტერ შმაიხელს როგორ დარჩებოდა. „მანჩესტერ იუნაიტედისა” და დანიის ეროვნული გუნდის ყოფილმა კარის მცველმა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში თქვა: „კარში ნებისმიერი სხვა მეკარე რომ მდგარიყო, „ბაიერნი” ჩემპიონთა...
კლასიკური ფეხბურთის ტრიუმფი!
„ბაიერნმა” ევროპას მეხივით გადაუარა. ეს იყო შეუჩერებელი გუნდი. გზად ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფისკენ მან გადათელა ლონდონი — „ტოტენჰემსა” და „ჩელსის” 17 გოლი გაუტანა, — დაარბია თანამედროვე ფეხბურთის უდიდესი ინსტიტუტი „ბარსელონა”, რომელსაც ერთ შეხვედრაში რვა გოლი შეუგდო და ფინალში 1:0 მოუგო „პარი სენ ჟერმენს”, სადაც პლანეტის ორი უძვირესი ფეხბურთელი, ნეიმარი და კილიან მბაპე თამაშობენ. ნავთობით მდიდარი ყატარელი...
უმაგალითო მბაპე და მეფე მიულერი
დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ლისაბონში, „და ლუჟის“ სტადიონზე ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ შეხვდებიან. ფრანგული კლუბის შემტევი კილიან მბაპე განმარტავს, თუ როგორია მისთვის ფინალის დღე. „არ ვფიქრობ, რომ ვინმესთვის განსაკუთრებული მაგალითის მიმცემი ვიქნები, რადგან ერთი ჩვეულებრივი დღე მაქვს… ვხუმრობ, ვუყურებ ფილმებს, ვრეკავ მეგობრებთან. სამაგიეროდ, საღამოს მთლიანად მატჩზე ვიქნები კონცენტრირებული“, – წერია მბაპეს სიტყვები UEFA-ს...
წარმოიდგინეთ, რომ იუვენტუსი ხართ
დღეს 6 ივნისია ანუ ზუსტად 5 წელი შესრულდა მას მერე, რაც „ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაში ბოლოს გაიმარჯვა. ეს ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მოხდა. ფინალი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე” გაიმართა. „ბარსამ”, რომლის თავდასხმაში ლეო მესი, ნეიმარი და ლუის სუარესი თამაშობდნენ, „იუვენტუსს” მოუგო 3:1. ამ გამარჯვების ხუთიწლისთავთან დაკავშირებით ლუის ენრიკეს Barcelona TV-მ კომენტარი სთხოვა და მანაც საინტერესო დეტალი გაიხსენა. ლუის ენრიკე:...
რომ მოეგო წავიდოდა
მაურისიო პიჩეტინომ თქვა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ მოგვეგო, „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” წავიდოდიო. შეგახსენებთ, რომ „სფურზმა” 1 ივნისს, მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” „ლივერპულთან” 0:2 წააგო. კიდევ, არგენტინელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მიზანთან მეტისმეტად ახლოს მისვლამ და ფეხის ბოლო საფეხურზე დაცდენამ, მასში ახალი მოტივაცია გააღვიძა. ახლა მას ძლიერ სურს „დეზები” ბოლოს და ბოლოს მიიყვანოს დიდ გამარჯვებამდე. პოჩეტინოს ჰკითხეს, როგორ აფასებდა...









