ჭდე: ჩემპიონთა ლიგის ფინალი

Home ჩემპიონთა ლიგის ფინალი
იმედი არის!
ჩანაწერი

იმედი არის!

მოჰამედ სალაჰის ტრავმის შესახებ უპირველეს ყოვლისა მთავარი ვთქვათ. ჩემპიონთა ლიგის ფინალის დამთავრების შემდეგ, უკვე კვირას, ღამით, ეგვიპტის ნაკრების ტვიტერზე დაწერეს: „ნაკრების ექიმის მოჰამედ აბუ ელ ელას თქმით „ლივერპულის” სამედიცინო გუნდმა მას შეატყობინა, რომ სალაჰს მხარზე რენტგენი გადაუღეს, სადაც გამოჩნდა, რომ ფეხბურთელს მხრის სახსრები აქვს დაზიანებული. დიაგნოზის თანახმად შეგვიძლია გამოვთქვათ იმედი, რომ სალაჰი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს”....

თავზარი! (ვიდეო)
ჩანაწერი

თავზარი! (ვიდეო)

„რეალი” რომ ძლიერია და ბოლო დღეების ტერმინს თუ ვიხმართ მონსტრია ამას დიდი ლაპარაკი არ უნდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მადრიდელთა გუშინდელ წარმატებაში თავისი წვლილი „ლივერპულის” 24 წლის გერმანელმა მეკარემ ლორის კარიუსმაც შეიტანა — მან ორი უხეში შეცდომა დაუშვა, რომელთაც ქარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილის გოლები მოჰყვა. კარიუსი დღეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საბრალო ადამიანია მთელ დედამიწაზე....

ფინალის წინ დაღვრილი სისხლი
ჩანაწერი

ფინალის წინ დაღვრილი სისხლი

ვისთვის სასეირო და ვისთვის თავსატეხი ამბავი მოხდა კიევში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, „რეალის” ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე. კრიშტიანუ რონალდუ მიზანს ისწორებდა, დარტყმაში ვარჯიშობდა, როდესაც ბურთი გააქანა და… TV Univision-ის ოპერატორ ხუან ლორენსანა პრიეტოს გაარტყა. თან ბედი არ გინდა, პირდაპირ თავში ხეთქა. ოპერატოს წარბი გაუსკდა, თუმცა გადარჩა. იქვე უმკურნალეს და მუშაობის გაგრძელება შეძლო. მომხდარმა კრიშტიანუზე იმოქმედა. პორტუგალიელმა ძალიან...

დასაწყისში თამაში მხოლოდ იწყება!
ჩანაწერი

დასაწყისში თამაში მხოლოდ იწყება!

დღეს, კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალია — ევროპული… უფრო სწორად მსოფლიო საკლუბო სეზონის მთავარი მატჩი. „ლივერპული” „რეალს” ხვდება — გუნდს, რომელიც ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხედ არის ფინალში და წინა სამ შემთხვევაში თასი აიღო. ლივერპულელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა თქვა:„ჩვენ კიევში დიდი საქმეებისთვის ჩამოვედით!” BBC წერს, რომ მერსისაიდელებს სისხლის ყივილი აქვთ, დნმ-ს ეყრდნობიან. თუ ისინი თასს მოიგებენ, ეს...

ლივერპულელებს კიევში აღარ იღებენ
ჩანაწერი

ლივერპულელებს კიევში აღარ იღებენ

„ლივერპულის” ათასამდე ფანი შეიძლება კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანახავად ვერ ჩავიდეს — უკრაინის დედაქალაქისკენ სამი რეისი გაუქმდა. ტუროპერატორი Worldchoice Sports მერსისაიდელ ფანებს „ლივერპულისა” და „რეალის” შეხვედრაზე ჩასვლას უპრობლემოდ ჰპირდებოდა, მაგრამ ახლა იძულებულია ხალხს ფული დაუბრუნოს. მიზეზი: კიევის ბორისპოლის აეროპორტი ამდენ რეისს ვერ აუდის. უკრაინელები ფიზიკურად ვეღარ პოულობენ დროს, ეს რეისები სადმე რომ ჩასვან. თუმცა, მდგომარეობა შეიძლება...