მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, საუდის არაბეთის ლიგაში ალ-ნასრის თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებული სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა. „საუდის არაბეთის ლიგა სასაცილო ადგილია, რადგან კრიშტიანუს მისვლამდე არავის სმენია მათ შესახებ და ახლა ისინი პატივს არ სცემენ იმ ადამიანს, რომელმაც მათ მსოფლიო აღიარება მოუტანა. პირდაპირ გეტყვით: თუ კრიშტიანუ ხვალ წავა, ამ ლიგას არავინ უყურებს“, – თქვა გერმანელმა...
ჭდე: ტონი კროოსი
კროოსი სხვა აზრისაა
ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ბაიერნის’’ შეხვედრაში (1:2) აშრაფ ჰაკიმის უხეშად წაქცევისთვის მსაჯმა მოედნიდან მიუნხენელთა ორივე გოლის ავტორი ლუის დიასი გააძევა. არბიტრის გადაწყვეტილებას მაყურებელთა უმეტესობა დაეთანხმა, თუმცა ახლო წარსულში ცნობილი გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროსი სხვა აზრის არის. „ჩემთვის ყველაფერი მარტივადაა. მსაჯს წითელი ბარათი არ უნდა ამოეღო. მის გადაწყვეტილებაზე ჰაკიმის ტრავმამ იმოქმედა. ჰაკიმი რომ წამომდგარიყო,...
ასეთი ფეხბურთელი ცოტაა…
მადრიდის „რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა „სამეფო კლუბისა“ და თურქეთის ნაკრების 19 წლის ფეხბურთელის არდა გულერის თვისებებზე ისაუბრა. „მას დიდი მომავალი აქვს, თუ ჯანმრთელობამ ხელი შეუწყო. არდას სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან ის გამოარჩევს, რომ ღიაა ყოველივე ახლის მიმართ. მას შემდეგ, რაც ჩამოვიდა, არდამ დიდი ყურადღება დაუთმო ყველაფერს, რასაც ვაკეთებდით ვარჯიშამდე და შემდეგ. დღეს ასეთი მოთამაშე ცოტაა....
ტონი კროოსი შვილისთვის ესპანეთს ირჩევს
ტონი კროოსმა გერმანულ ტელეარხ ZDF-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც პოლიტიკას გადაწვდა და თანამემამულეთა მღელვარება გამოიწვია. მაყურებელს განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდა კროოსის იმ მოსაზრებაზე, რომ დღევანდელი გერმანია ის აღარ არის ათი წლის წინ რომ იყო. მეტიც, გერმანიის ნაკრებისა და „რეალის” ყოფილმა ვარსკვლავმა თქვა, რომ ის ოჯახითურთ საცხოვრებლად ესპანეთში დარჩება, რადგან საღამოობით შვილის გერმანული ქალაქის ქუჩაში გაშვება უსაფრთხო არ...
კროოსმა პედრის ბოდიში მოუხადა
ტონი კროოსმა ბოდიში მოუხადა პედრის ევრო 2024-ის მეოთხედფინალში მიყენებული ტრავმის გამო. ამ ტრავმამ 21 წლის ესპანელი ნახევარმცველი შეჯიბრებას გამოთიშა. 34 წლის გერმანელმა ვარსკვლავმა მას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და უთხრა, რომ განზრახ არ დაუზიანებია. „ბოდიშს ვიხდი და იმედი მაქვს, რომ პედრი მალე გამოჯანმრთელდება, — დაწერა ვეტერანმა გამოსათხოვარ წერილში, რომლითაც კარიერაში ბოლო თამაშის შემდეგ გულშემატკივარს და ზოგადად...
კროოსის უცნაური საქციელი
„რეალისა” და „ბაიერნის” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (2:1), მადრიდელთა ზეიმმოლეული და ტრიბუნებს კანტი-კუნტად ჯერ კიდევ შემორჩენილი ქომაგები შეშფოთდნენ: ტონი კროოსი თანაგუნდელებთან ერთად გასახდელში არ შევიდა, მოედანზე დარჩა და დაცარიელებულ „სანტიაგო ბერნაბეუს” უყურა. ჯერ სათადარიგოთა სკამთან მივიდა, შემდეგ მოედანზე გაიარა, სადაც მას ცოლ-შვილიც შეუერთდა. კროოსის გამომეტყველებისა და ჟესტიკულაციის შემყურე ადამიანს გაუჩნდებოდა ეჭვი, რომ 34...
ნაგელსმანი კროოსით და დებიუტანტებით…
მარტის სანაკრებო პაუზის დროს გერმანიის ნაკრები ორ ახანაგურ შეხვედრას ჩაატარებს – ბუნდესგუნდი 23 მარტს ლიონში საფრანგეთს ესტუმრება, 26-ში კი ფრანკფურტში ნიდერლანდებს უმასპინძლებს. გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ამ თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა. მწვრთნელმა ნაკრებში რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე არ გამოიძახა – შემადგენლობის მიღმა დარჩნენ ლეონ გორეცკა, მატს ჰუმელსი, ნიკლას ზიულე, ნიკო შლოტერბეკი, მათ ნაცვლად ბუნდესგუნდში რამდენიმე დებიუტანტია....
გერმანიას ტონი დაუბრუნდა
გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა საბოლოოდ გადაწყვიტა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდში ითამაშებს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა. „მარტიდან ისევ ვითამაშებ გერმანიის ნაკრებში, იმიტომ რომ მწვრთნელმა მთხოვა და მიმაჩნია, რომ მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. დარწმუნებული ვარ, საშინაო ევროპის ჩემპიონატზე გაცილებით მეტს მივაღწევთ, ვიდრე ჩვენგან გულშემატკივრები ელოდებიან“. ტონი კროოსი...
კროოსი ნაკრებზე ფიქრობს
ტონი კროოსი, შესაძლოა, გერმანიის ნაკრებში დაბრუნდეს – ამის შესახებ გერმანულმა პრესამ დაწერა – 33 წლის გერმანელი ევროპის საშინაო ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს. ტონის ბუნდესგუნდში დაბრუნებას არც მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი გამორიცხავს, მან აღნიშნა, რომ კროოსთან სატელოფონო საუბარი ჰქონდა, ოღონდ ამ ეტაპზე ნაკრებზე არ უსაუბრიათ: „უნდა გვახსოვდეს ყველა ფეხბურთელი, ვისაც გერმანული პასპორტი აქვს,...
ყოველთვის ვერ მოიგებ…
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გუნდის დამარცხებას გამოეხმაურა. ქალაქელებმა მადრიდელებს ჯამში 5:1 მოუგეს. „როდესაც მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს ხელს აწერ, მწვრთნელი ხარ თუ ფეხბურთელი, უნდა გესმოდეს, რომ აქ მოლოდინი ყველაზე მაღალია. რამდენჯერმე მივაღწიეთ წარმატებას, მაგრამ ყოველწლიურად შეუძლებელია ჩემპიონთა ლიგის მოგება“, – უთხრა ტონი კროოსმა უეფას პრეს-სამსახურს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში...









