მისი პასების 94,3% თანაგუნდელს მიუვიდა — როდესაც ბურთი სტანისლავ ლობოტკას აქვს, გუნდი მშვიდად არის, ის არ დაიკარგება. ეს ძალიან კარგად მოეხსენება ლუჩანო სპალეტის, რომელმაც სლოვაკი აგერ უკვე მეორე სეზონია „ნაპოლის” ნახევარდაცვის ბურჯად აქცია. ეს ძალიან კარგად იციან ლობოტკას თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმაც, რომლებიც ხედავენ, რომ ამ ორი წლის განმავლობაში „სელტას” ყოფილი ფეხბურთელის ცხოვრება შეიცვალა. როგორც სტატისტიკამ...
ჭდე: ტონი კროოსი
კროოსი მალე ხელს დაგვიქნევს
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა, საფეხბურთო კარიერა, შესაძლოა, 2023 წლის ზაფხულში დაასრულოს. 32 წლის გერმანელმა უარი თქვა „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე, რომელსაც ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. მსოფლიო ჩემპიონს ფორმის პიკზე წასვლა და ადგილის ახალგაზრდებისთვის დათმობა სურს. კლუბმა უკვე დაიწყო კროოსის შემცვლელის ძებნა. ერთ-ერთი კანდიდატი „ფლამენგოს“ ბრაზილიელი შუახაზელი გომეშ და სილვა გახლავთ.
კროოსი: სუპერლიგა აუცილებლად იქნება
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ადრე თუ გვიან სუპერლიგა აუცილებლად დაფუძნდება. „არ ვიცი როდის, მაგრამ სუპერლიგა აუცილებლად დაფუძნდება. იდეა ჯერაც ცოცხლობს და გარკვეული დრო დასჭირდება მის რეალიზებას. ალბათ მაშინ ფეხბურთელი უკვე აღარ ვიქნები. ახლანდელი გადასახედიდან, ეკონომიკური თვალსაზრისით, ინგლისური პრემიერლიგა ყველაზე მდიდარია. წლების განმავლობაში მათ ყველაფერი მოიგეს. მაგრამ, ღვთის მადლით, კიდევ დარჩნენ ფეხბურთელები,...
უმნიშვნელო, მაგრამ საჭირო თამაშები
„რეალის” გერმანელი ფეხბურთელი ტონი კროოსი გულწრფელ ადამიანად ითვლება. ის ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს და ფეხბურთელების უმეტესობისგან განსხვავებით არაფრისმთქმელი დიპლომატიური ფრაზებით წყალს არ ნაყავს. ამის კარგი მაგალითი იყო, 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გერმანელ ტელეჟურნალისტს რომ უთხრა, უკეთესი კითხვა როგორ ვერ მოიფიქრეთო. ამჟამად კროოსი „რეალთან” ერთად ლოს ანჯელესშია, სადაც AS-თან ინტერვიუში თქვა, რომ სეზონისწინა...
სამოსანი გერმანელები
ფრანგული სპორტული გაზეთის „ეკიპის” აზრით, 28 მაისს, პარიზში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყველაზე ცუდად თავი გერმანელებმა, ტონი კროოსმა და იურგენ კლოპმა წარმოაჩინეს. კროოსი გამარჯვებული „რეალის” ნახევარმცველია, კლოპი კი დამარცხებული „ლივერპულის” მწვრთნელი. „ეკიპმა” ფინალის მონაწილეები ათქულიანი სისტემით შეაფასა. ფეხბურთელთაგან ყველაზე ცუდი ნიშანი, სამიანი, ხსენებულმა კროოსმა და ლივერპულელმა ლუის დიასმა მიიღეს. „კროოსი ამ შეხვედრაში „რეალის” დიდი იმედგაცრუება...
კროოსს ზეიმი ჩაუმწარეს
„რეალმა” მეთოთხმეტედ მოიგო ჩემპიონთა თასი, 32 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა — მეხუთედ! მატჩის შემდეგ, ბედნიერ თანამემამულესთან ZDF-ის ჟურნალისტი მივიდა და ჰკითხა, გასაკვირი ხომ არ იყო ის, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში ინიციატივას „ლივერპული” ფლობდა, თასი კი „რეალმა” მოიგო. — კითხვის მოსამზადებლად მთელი 90 წუთი გქონდათ და ამ მძ…ზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეთ? — უპასუხა განაწყენებულმა ვარსკვლავმა...
ანჩელოტის რჩევები არ ეთაკილება
„რეალი“ – „მანჩესტერ სიტის“ დაუვიწყარი მატჩის დროს კარლო ანჩელოტი რჩევებს ეკითხებოდა ტონი კროოსსა და მარსელოს. ბევრს ეს გაუკვირდა, თუმცა რა აქ სათაკილო? მიღებული პრაქტიკაა. ამის შესახებ გერმანელმა ნახევარმცველმა თქვა: „მწვრთნელი ყოყმანობდა, ვინ შეეყვანა და ვინ – არა. „რეალში“ გამოცდილი ფეხბურთელები ვართ და იდეები გავცვალეთ. ეს ყველაფერი ანჩელოტის ხასიათს აჩვენებს და იოლი მისახვედრია, რატომ მიდის გუნდში...
ანჩელოტი: მათ ბევრი დავალება არ სჭირდებათ
„რეალმა“ ლა ლიგის მე-13 შეხვედრაში, გრანადაში 4:1 გაიმარჯვა და ცხრილის სათავეშია. მადრიდელთა იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე თავისი ფეხბურთელები შეაქო. მან განსაკუთრებით კაზემირო, ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი გამოყო. იხუმრა კიდეც, ეს სამეული 2031 წელსაც ასევე ითამაშებსო. „აქ სალაპარაკოც არაფერია. ეს სამეული ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. ჩემი აზრით, ასაკის მიუხედავად ისინი მსოფლიოს უძლიერესი...
კროოსი: მხოლოდ ერთს ვოცნებობდი, ტკივილი გაყუჩებულიყო
31 წლის ტონი კროოსმა ტრავმა მოიშუშა და მოედანს უბრუნდება. გერმანელს მკურნალობა გაუჯანჯლდა, თუმცა უკვე მზად არის „რეალის“ შემადგენლობაში, ჩემპიონთა ლიგაში ტირასპოლის „შერიფის“ წინააღმდეგ ითამაშოს. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა Spox-სა და Goal-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავისი მდგომარეობა ასე აღწერა: „გახარებული ვარ, რადგან ექვს თუ შვიდთვიანი ტკივილი დასრულდა. აგერ, გუნდთან ერთად უკვე მესამედ ვივარჯიშე და ცუდი არაფერი...
შენცა, ტონი?
უკვე შემოდგაზე საკმაოდ სახეცვლილი გერმანიის ნაკრების ხილვა მოგვიწევს. 15-წლიანი კარიერის, მუნდიალის ოქროს და ევრპირველობის ვერცხლის პატრონი იოაჰომ ლიოვი გუნდიდან მარცხით გულგატეხილი მიდის. ეს არ არის გერმანელთა ერთადერთი დანაკარგი. სანაკრებო კარიერა დაასრულა მადრიდის „რეალის“ გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა. 11 წელიწადი ტონი კროოსი გუნდის სული და გული, 2014 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა.









